18/09/2024
‼️‼️‼️
მოშიმშილეები ითხოვენ სახელმწიფოს რეაგირებას ევოლუშენ გეიმინგის ძალადობრივ ქმედებებზე.
🔹 კიდევ ორი ადამიანი მშრალ შიმშილობას აცხადებს 🔹
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კიდევ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა პროტესტის რადიკალური ზომისთვის მიემართა.
17 სექტემბრის 00:00 საათიდან ანა პეტროსიანმა და ნიკოლოზ კატაპარიაშვილმა “მშრალი შიმშილი” დაიწყეს.
მათი აზრით, ყოვლად დაუშვებელია ასეთ უსამართლობაზე, დასაქმებულთა ექსპლუატაციასა თუ მათზე ფიზიკურ ძალადობაზე სახელმწიფომ თვალი დახუჭოს.
ევოლუშენ ჯორჯიამ პასუხი უნდა აგოს ყველა უკანონო და არაჰუმანური ქმედების გამო.
მოშიმშილეები ითხოვენ სახელმწიფო უწყებების დაუყოვნებლივ რეაგირებას.
ანა პეტროსიანი ევოლუშენ ჯორჯიას ყოფილი დასაქმებული და ევო-კავშირის კომიტეტის წევრი იყო, ნიკოლოზ კატაპარიაშვილი კი დღემდე ევოლუშენის გაფიცული თანამშრომელი და ევო-კავშირის კომიტეტის წევრია.
საქართველოს მთავრობა მთავარი არხი • Mtavari Arkhi Formula • ფორმულა მაუწყებელი • Mautskebeli