ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა • HDR League

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა • HDR League

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა • HDR League Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა • HDR League, Medical and health, წერეთლის 116, Tbilisi.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იქმნით სანდო იმიჯსა და რეპუტაციას, რადგან კლინიკებში უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო სამედიცინო სერვისის შექმნასა და გადამდები დაავადებებისგან პაციენტის სრულყოფილი დაცვის სტანდარტის დანერგვაში ჩვენ ლიდერები ვართ. ორგანიზაციის მიზნები:
* ჯანმრთელობის უფლების დაცვა, პოპულარიზაცია და ადვოკატირება;
* ჯანდაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
* საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე;
* სამედიცინო პერსონალის უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
* სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
* სამედიცინო პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაცვა და მათზე ზრუნვა;
* შშმ პირთა უფლებათა დაცვა და რეაბილიტაციაზე ზრუნვა.
საწესდებო მიზნების მისაღწევად, ორგანიზაცია:
ა) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან;
ბ) ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას;
გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგეს სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებს და სხვა პარტნიორებს;
დ) ადვოკატირებას უწევს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მედპერსონალის უფლებების დაცვის განხორციელებას, ახორციელებს უფლებების მდგომარეობის შესწავლას;
ე) ხელს უწყობს სხვადასხვა უწყებებსა და პროფესიონალთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას;
ვ) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.
შეუძლია ჰყავდეს წევრები და მიიღოს საწევრო შენატანები
ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

15/08/2026

📑 მაღალი ხარისხის სამედიცინო ჟურნალები და ნაბეჭდი პროდუქცია თქვენი კლინიკისთვის!

ეძებთ სახელმწიფო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ აღრიცხვის ჟურნალებსა და ბეჭდურ მასალებს?

ჩვენ გთავაზობთ სქელყდიან, 50-ფურცლიან ჟურნალებს:
✅ სასტერილიზაციო დანადგარების (ან ქიმიური სტერილიზაციის) მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი
✅ რეგისტრაციის ჟურნალი
✅ სამედიცინო (ინფექციური) ნარჩენების აღრიცხვის ჟურნალი
✅ რენტგენის ჟურნალი
✅ ანტიმიკრობული პრეპარატების აღრიცხვის ჟურნალი

📢რატომ ჩვენი ჟურნალები?

📑 შედგენილია მოქმედი სახელმწიფო რეგლამენტის ზუსტი დაცვით;
📑 დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალით ხანგრძლივი და ყოველდღიური მოხმარებისთვის.

👉 ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი კლინიკისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა ნაბეჭდი პროდუქცია!

💥 სპეციალური შეთავაზება:

🎁 ფასდაკლება ლიგის წევრებისთვის!
🎁 რამდენიმე ჟურნალის ერთდროულად შეძენისას!

🏛 ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა — თქვენი სანდო პარტნიორი უსაფრთხო ჯანდაცვის სერვისის დანერგვაში.

📩 შესაკვეთად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით:
📞 551 911 505

📸 წარმატებით დასრულდა სამი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ტრენინგი წყალტუბოში!ა(ა)იპ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა და...
15/07/2026

📸 წარმატებით დასრულდა სამი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ტრენინგი წყალტუბოში!

ა(ა)იპ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ორგანიზებით, წყალტუბოში ჩატარდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსი, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავდა:

✅ სტერილიზაცია-დეზინფექციის სახელმწიფო სტანდარტი – ინსტრუმენტების დამუშავების, კონტროლისა და უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულაციები;
✅ სამედიცინო ნარჩენების მართვა – სეპარაცია, კოდირება, დაყოვნება, გატანა და ჟურნალის წარმოება;
✅ პაციენტის სამედიცინო ბარათის წარმოება – ელექტრონული სისტემა EHR და ელექტრონული რეცეპტის გამოწერის წესები.

მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი 3 სერთიფიკატი.

მოხარულები ვართ, რომ ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა და ხელი შეუწყო სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სახელმწიფო სტანდარტების უკეთ დანერგვას.

🗓️ შეგახსენებთ, რომ იგივე ტრენინგი იგეგმება 8 აგვისტოს, თბილისში, ხოლო 15 აგვისტოს, ისევ წყალტუბოში.

✨ 27 ივნისს ბათუმმა უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს ტრენინგს თემაზე: “სტერილიზაცია-დეზინფექციის სახელმწიფო სტანდარტი”.ტრენინგ...
28/06/2026

✨ 27 ივნისს ბათუმმა უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს ტრენინგს თემაზე: “სტერილიზაცია-დეზინფექციის სახელმწიფო სტანდარტი”.

ტრენინგის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ სახელმწიფო სტანდარტი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:
✅ სასტერილიზაციო სივრცის სწორად მოწყობა;
✅ პერსონალის კვალიფიკაცია და შრომითი ხელშეკრულება;
✅სპოლდინგის კლასიფიკაცია და ინსტრუმენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება;
✅წინასასტერილიზაციო დამუშავება და უშუალოდ სტერილიზაციის პროცესი;
✅თანამედროვე სასტერილიზაციო აპარატურა;
✅ შეფუთვის პროტოკოლი და მასალები;
✅სტერილური ინსტრუმენტების შენახვის წესები და სტერილურობის კონტროლი.

❤️ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბათუმელ კოლეგებს აქტიურობისა და ჩართულობისთვის. ცოდნის გაღრმავებისადმი ინტერესი და საქმისადმი უდიდესი ერთგულება, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ამჟღავნებენ, მკაფიოდ გამოხატავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის პაციენტების უსაფრთხოება და სამედიცინო სერვისის მაღალი ხარისხი. მონაწილეთა მოტივაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტერილიზაცია-დეზინფექციის მნიშვნელობას!

✨ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა წვლილი შეგვეტანა თქვენს პროფესიულ განვითარებასა და სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფო რეგულაციების დანერგვაში.

🗓️ შეგახსებებთ, რომ “სტერილიზაცია-დეზინფექციის სახელმწიფო სტანდარტის” ტრენინგი, ასევე, ტარდება 5 ივლისს თბილისში!

📘 ტრენინგი: ᲞᲐᲪᲘᲔᲜᲢᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲑᲐᲠᲐᲗᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲐ, ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ 𝐄𝐇𝐑 ᲓᲐ ᲔᲚ. ᲠᲔᲪᲔᲞᲢᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲬᲔᲠᲐ.24 იანვარი / 11:00 ს...
12/01/2026

📘 ტრენინგი: ᲞᲐᲪᲘᲔᲜᲢᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲑᲐᲠᲐᲗᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲐ, ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ 𝐄𝐇𝐑 ᲓᲐ ᲔᲚ. ᲠᲔᲪᲔᲞᲢᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲬᲔᲠᲐ.
24 იანვარი / 11:00 სთ.
📃 გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ +995 551 67 19 67 / +995 599381658
www.hliga.ge
მის: https://share.google/XEzraQbk8qEvy23MT

📋  გიწვევთ სასერტიფიკატო ონლაინ კურსზე!🎯 სპეციალურად სტომატოლოგიური კლინიკებისა და ესთეტიკის ცენტრებში მომუშავე პერსონალ...
12/01/2026

📋 გიწვევთ სასერტიფიკატო ონლაინ კურსზე!
🎯 სპეციალურად სტომატოლოგიური კლინიკებისა და ესთეტიკის ცენტრებში მომუშავე პერსონალისთვის.
---
📘 კურსის თემა: სტერილიზაცია და დეზინფექცია - სპეციალურად სამედიცინო სექტორში სტერილიზაციაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის.
📜 გაიცემა სერტიფიკატი.
📅 თარიღი: 25 იანვარი.
🕒 დრო: 11:00 - 14:00
🌐 ფორმატი: ონლაინ
💰 ღირებულება: 130₾
❗ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
👩‍🏫 კურსს უძღვება: ირინა ბერკაცაშვილი – ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი.
📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📱 +995 599 381 658

Address

წერეთლის 116
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995551911505

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა • HDR League posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა • HDR League:

Shortcuts

Share