Tbilisi Medic • თბილისი მედიკ

Tbilisi Medic • თბილისი მედიკ ვაკავშირებთ საერთაშორისო გამოცდილებას და ქართულ მედიცინას

ჩვენი პირველი პასუხისმგებლობაა ექიმებზე, მედპერსონალსა და პაციენტებზე ზრუნვა. ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ხარისხი და სანდოობა არის უმაღლესი სტანდარტი. ჩვენ ვართ ხიდი საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ მედიცინას შორის — ვუზიარებთ ცოდნას, ვამარტივებთ პროცესებს და ვზრუნავთ შედეგზე.

ჩვენი თანამშრომლები ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულებაა. თითოეული მათგანი ფასდება, როგორც ინდივიდი. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც იდეები და ინიციატივები მუდმივად იძენს მნიშვნელობას.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საუკეთესო ჯანდაცვის ეკო-სისტემის შენებას.

ჩვენი ბიზნესის წარმატება ეფუძნება ინოვაციას, პარტნიორებთან სამართლიან ურთიერთობებსა და გრძელვადიან სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ყველა დარწმუნებულია, რომ თბილისი მედიკი ქმნის სანდო და მდგრად ჯანდაცვის მომავალს.

⚡თბილისი მედიკი და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენერი ნინო სვანიძე, ვერთიანდებით ერთი მნიშვნელოვანი მისიის გარშემო...
01/09/2026

⚡თბილისი მედიკი და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენერი ნინო სვანიძე, ვერთიანდებით ერთი მნიშვნელოვანი მისიის გარშემო - გავზარდოთ ცნობიერება იმ საშუალებებზე, რომლებიც კრიტიკულ მომენტში სიცოცხლეს იხსნის.

🫀გულის უეცარი გაჩერებისას დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, თუმცა არსებობს მოწყობილობა, რომელსაც ვითარების შეცვლა შეუძლია.

🎯ჩვენი მიზანია, თითოეულ თქვენგანს ვუამბოთ, თუ რატომ არის ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორების (AED) არსებობა და მათზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში - იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, ოფისი, სპორტდარბაზი, სკოლა, ბაღი, სასტუმრო თუ სხვა.

✨მზადყოფნა გადაარჩენს სიცოცხლეს!

26/08/2026

🐶 "ხუთივეს ერთად რომ ვუყურებ, მე თვითონაც მიკვირს ეს როგორ შევძელი, მაგრამ მათთან ურთიერთობას ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს" - მარიამ ბესალაშვილი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

ჩვენს ორგანიზაციას უნიკალური ადამიანები ქმნიან, რომლებიც სიამაყის მიზეზებს არასდროს გვაკლებენ.

21/08/2026

ყველა სხეულს თავისი ისტორია აქვს 💙

მოდელი: მეგი ბარანოვსკი
მკერდის იმპლანტი: Breast Implants by Mentor

👉 10 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯიას" მე-4 და მე-5 პავილიონებში, Medic 360° - მასშტაბური სამედიცინო გამოფენა...
18/08/2026

👉 10 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯიას" მე-4 და მე-5 პავილიონებში, Medic 360° - მასშტაბური სამედიცინო გამოფენა გაიმართება.

🎯 გამოფენაზე დაგხვდებათ მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქცია, პროფესიული და ინტერაქციული აქტივობები და გრანდიოზული გათამაშება.

🎙️ ღონისძიების მედია მხარდამჭერია - BMG • ბიემჯი

📅 10 ოქტომბერი, 12:00 სთ-დან

📍 ExpoGeorgia, IV და V პავილიონები

✅ Medic 360°-ზე დასწრება თავისუფალია

#შეეხემედიცინას

30/07/2026

ყველა სხეულს თავისი ისტორია აქვს 💙

პლასტიკური ქირურგი: dr. Dr. Misha Gurgenidze
მკერდის იმპლანტი: Breast Implants by Mentor

🌿 თბილისი მედიკის ორგანიზებით, ლაბორატორიების ხელმძღვანელები და ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტები საირმეში შეიკრიბნე...
29/07/2026

🌿 თბილისი მედიკის ორგანიზებით, ლაბორატორიების ხელმძღვანელები და ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტები საირმეში შეიკრიბნენ.

🏆 აქტიური დასვენებისა და პროფესიული შეხვედრების ფონზე, დავაჯილდოვეთ ბოლო წლებში განხორციელებული გამორჩეული პროექტების ავტორები და კლინიკები.

🤝 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს, Snibe-სა და Dymind-ს, ღონისძიებაში ჩართულობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

28/07/2026

👁️როგორია სამყაროს აღქმა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზისა და მთელი რიგი ბედის ირონიის ფონზე?

👉ამჯერად სამედიცინო ვერდიქტებს მიღმა ჩავიხედავთ.

🔹ჩვენი სტუმარია თიკო ბეკოშვილი - ადამიანი, რომელმაც თვალის პრობლემებთან თანაცხოვრებისა და ბრძოლის პირადი, რეალური ისტორია გაგვიზიარა.

27/07/2026

📸 "ყოველი ღილაკზე დაჭერა შთაგონებაა, რომ აღმოვაჩინო ახალი რაკურსი" - თიკა ჩხაიძე, თბილისი მედიკის საწყობის მენეჯერი.

ამის შეხსენებით არასდროს დავიღლებით. ორგანიზაციებს პროფესიები კი არა, ადამიანები ქმნიან.

🫀 გულის გაჩერებისას პირველი რამდენიმე წუთი გადამწყვეტია. სასწრაფოს მოსვლამდე დროული დახმარების აღმოჩენა კი გადარჩენის შა...
24/07/2026

🫀 გულის გაჩერებისას პირველი რამდენიმე წუთი გადამწყვეტია. სასწრაფოს მოსვლამდე დროული დახმარების აღმოჩენა კი გადარჩენის შანსს 10%-დან 70%-მდე ზრდის!

👉 წარმოგიდგენთ პირველ ქართულენოვან ავტომატურ დეფიბრილატორს - მოწყობილობას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საფრთხის დროს ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს სიცოცხლის გადარჩენა.

📈 ქართულენოვანი ხმოვანი ინსტრუქციის წყალობით მისი უსაფრთხოდ გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ხოლო საჭიროების არარსებობის შემთხვევაში აპარატი უბრალოდ არ ამუშავდება.

✨ როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, დაყოვნების უფლება არ გვაქვს.

🏢 აღჭურვეთ თქვენი სივრცე ქართულენოვანი AED-ით - ეს არის თქვენი გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიცოცხლეზე.

21/07/2026

🎓 თბილისი მედიკის ორგანიზებით, საერთაშორისო ტრენერმა და Genèse Labs France-ის ამბასადორმა, დოქტორ კატარინა ურთქმელიძემ ბოდი ფილერის მიმართულებით საავტორო მასტერკლასი ჩაატარა.

▶️ გიზიარებთ ღონისძიების შემაჯამებელ ვიდეოს.

Address

ლუბლიანას ქ. №28ა
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995322375177

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Medic • თბილისი მედიკ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tbilisi Medic • თბილისი მედიკ:

Shortcuts

Share