21/08/2026
მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო💜 მე ეკუნა ვარ ვინც არ მიცნობს 🤍🌿 მიუხედავად იმის რომ რამოდენიმე საქმეს ერთად ვაკეთებ, ვცდილობ ჩემს ბიო კოსმეტიკას არ მოვაკლო ყურადღება, ასევე მომხმარებლებსაც, ადამიანებს რომლების რეკომენდაციითაც 7 წელზე მეტია ბაზარზე ვართ. 🫒🤍
ჩვენ თქვენთან ერთად ვიზრდებით, თქვენს თვალწინ გავდივართ ყველანაირ ტრანსფორმაციას, გთხოვთ არ მეწყინება რამე თუ პრობლემა გვაქვს გვითხარით გამოვასწორებთ ყველაფერს 🤍🙏
ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა რატომ გაქვს ბოლოდროს ასეთი დაბალი ფასებიო😒 მეგობრებო ფიზიკურად მე არ შემიძლია ვინმეს ზედმეტად თავზე მოვახვიო ჩემი პროდუქცია. ხომ ხედავთ წლებია ასე მივდივართ ჩვენთვის უხმაუროდ 🙏
რაც შეეხება ფასის დაკლებას მიზეზიც ეს არის ვერ ვაქტიურობ და გადავწყვიტე კომერციული შეკვეთების მიღება, მაგალითაც ვინც იცის რა ხარისხზე ვმუშაობთ მათთვის ვამზადებთ გარკვეულ რაოდენობებს და რეალიზაციას თავად უკეთებენ 🙏 მე კი სულ მინდა მქონდეს ახალ-ახალი პროდუქცია და თან მისაღებ ფასად,🌿🌿🌿 ახალი მომხმარებლები ძირითადად გვყავს რეკომენდაციით.ერთგულ მომხმარებლებს კი ისედაც სულ ვთავაზობ მისაღებ ფასს. ამაში ახალი არაფერია🫒🌿🤍 ვასწორებ ყველა შეცდომას რაც ოდესმე დავუშვი საკუთარი დაუდევრობით და სხვების აზრის გათვალისწინებით ... ( თქვენ იგივე არ გაიმეოროთ,არავის ყველაზე კეთილის მსურველსაც არ მოუსმინოთ და არ ჩააყოფინოთ თქვენს საქმეში ცხვირი. )
ჩემთვის მთავარია პროდუქტი იყოს სულ ახალ ახალი🫒🌿🤍 ყველანაირად კმაყოფილი ვარ როგორც ვახერხებთ მუშაობას და როცა ამის საშუალება არის რატომაც არ დავაკლებ ფასს 🤍🌿🫒
ახლა კი გეტყვით რომ ადმინი მე ვარ გარკვეული პერიოდი ამ გვერდზე და Emco Derm ზეც. ცოტა პასუხები თუ დავაგვიანე მომიტევეთ 🙏💜 ახლა კი წავედი, სილამაზე, ჯანმრთელობა,ბედნიერება ხვავი და ბარაქა მისურვებია ყველასთვის. 💜🌿🫒🤍