31/07/2026
✍️ აბანოთუბანი (აბანოების უბანი) თბილისის ერთ–ერთი უძველესი უბანია მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
🟦 ამ ადგილზე წარმოიშვა, სავარაუდოდ, “საკუთრივ ტფილისის” პირველი დასახლება. აბანოების უბანში და მის მიმდებარე “სეიდაბადში” შუასაუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. უბანი სახელგანთქმული იყო ცხელი წყლის წყაროებით, რომლებმაც აქ მრავალი აბანოს გაჩენა განაპირობა.
🟦 აბანოების სახელები ხშირად მათი მფლობელების სახელებთან ან მათ თავისებურებასთან იყო დაკავშირებული: XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, “გრილი” (შიოევის), “ჭრელი” და სხვა აბანოები.