უსაფრთხოების აკადემია Safety Academia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • უსაფრთხოების აკადემია Safety Academia

უსაფრთხოების აკადემია Safety Academia Our staff is highly experienced in instruction and safety training across a diverse range of industries.
(5)

უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯი ავტორიზებული დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სადიპლომო, მოკლევადიან სასერტიფიკატო და სატრენინგო პროგრამებს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიების, ენერგეტიკისა და მწვანე უნარების მიმართულებით. About Us

We as Occupational Safety Consultants, Trainers and Service Providers maintain close relationship with our clients, what enable us to better understand their unique operations, help them achieve their specific goals and monitor their ongoing projects. As a result, we become an integrated extension of each client’s organization, allowing us to identify risks unique to each operation and promptly and professionally assist them with their occupational safety and health needs. Our Team

The Safety Academia team combines decades of knowledge and experience in multiple disciplines, including health, safety and environmental (HSE) education; OSHA training; hands-on field experience; consulting, auditing and compliance, insurance and system implementation support.

გვიხარია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) 2026 წლის გენერალურ ას...
22/07/2026

გვიხარია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) 2026 წლის გენერალურ ასამბლეაზე უსაფრთხოების აკადემიას წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადმოგვეცა.

ეს წევრობა ჩვენთვის მხოლოდ აღიარება არ არის. ის წარმოადგენს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენს საქმიანობაში კიდევ უფრო მტკიცედ დავნერგოთ გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომითი სტანდარტების, გარემოს დაცვისა და კეთილსინდისიერი მმართველობის მიმართულებით.

როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება იწყება განათლებიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მოვამზადოთ არა მხოლოდ კვალიფიციური პროფესიონალები, არამედ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ლიდერები, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში უსაფრთხოების კულტურას, ეთიკურ მმართველობასა და მდგრადი განვითარების პრინციპებს გააძლიერებენ.

UN Global Compact Network Georgia-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას:
• გავაღრმაოთ თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
• გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ESG-ისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
• აქტიურად ჩავერთოთ ერთობლივ პროექტებში, კვლევებსა და ინიციატივებში;
• კიდევ უფრო გავაძლიეროთ პროფესიული განათლების როლი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებაში.

მადლობას ვუხდით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ეს წევრობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობის, ინოვაციების, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისა და მდგრადი მომავლის შექმნისთვის.

We are proud that Safety Academia received its Membership Certificate at the 2026 General Assembly of UN Global Compact Network Georgia.

For us, this membership is far more than a certificate—it is a commitment to further integrate the Ten Principles of the United Nations Global Compact into our institutional strategy, operations, and organizational culture, particularly in the areas of human rights, labour standards, environmental responsibility, and ethical governance.

As a vocational education institution, we believe that sustainable development begins with education. Our mission is not only to prepare highly qualified professionals, but also to develop responsible citizens and future leaders who promote a strong safety culture, ethical leadership, and sustainable development in their workplaces and communities.

Membership in UN Global Compact Network Georgia provides us with valuable opportunities to:
• strengthen cooperation with national and international partners;
• exchange international best practices in ESG and sustainable development;
• participate in collaborative projects, research, and capacity-building initiatives;
• further enhance the contribution of vocational education to sustainable economic, social, and environmental development.

We sincerely thank UN Global Compact Network Georgia for its trust and partnership. We look forward to contributing actively to the Network and working together to advance responsible business practices, quality vocational education, innovation, and the Sustainable Development Goals.


#უსაფრთხოებისაკადემია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი #უსაფრთხოებისაკადემიისსასწავლოცენტრი

უსაფრთხოების აკადემიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი ხედვები AI-ის როლზე მდგრადი...
22/07/2026

უსაფრთხოების აკადემიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი ხედვები AI-ის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ასევე სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გვჯერა, რომ პროფესიული განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი დანერგვა წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი და კონკურენტუნარიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.

მადლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისა და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ხელს უწყობს პასუხისმგებლიან მმართველობას, პარტნიორობასა და ინოვაციებს.

For Safety Academia, the discussions on the role of AI in achieving the Sustainable Development Goals and the importance of cross-sector collaboration were particularly valuable. We believe that vocational education, human capital development, and the responsible adoption of modern technologies are among the key drivers of a sustainable, resilient, and competitive economy.
We sincerely thank UN Global Compact Network Georgia for creating this important platform and for promoting initiatives that strengthen responsible governance, partnership, innovation, and sustainable


#უსაფრთხოებისაკადემია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი #უსაფრთხოებისაკადემიისსასწავლოცენტრი

17/07/2026

☀️ მზის განახლებადი ენერგიის განვითარებას კვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება.

მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები ადამიანებს შედარებით მოკლე დროში აძლევს პრაქტიკულ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად უნარებს.

🔹 მსმენელისთვის ეს არის ახალი პროფესიის, დასაქმების, კარიერული განვითარების, თვითდასაქმებისა და საკუთარი მომსახურების შექმნის შესაძლებლობა.

🔹 ბიზნესისთვის — კვალიფიციური კადრები, ხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულებული სამუშაო, ნაკლები ტექნიკური შეცდომა, შემცირებული ხარჯები და გაზრდილი კონკურენტუნარიანობა.

🔹 ქვეყნისთვის — ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ადამიანური კაპიტალი, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება, მწვანე ეკონომიკის განვითარება და საერთაშორისო ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გარემო.

მზის ენერგეტიკაში ინვესტირება მხოლოდ ტექნოლოგიაში ინვესტირება არ არის. ეს არის ინვესტიცია ადამიანებში, ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის მდგრად მომავალში.

☀️ The development of solar renewable energy requires qualified specialists.

Short-term vocational training and retraining programmes equip people with practical, labour-market-relevant skills in a relatively short period.

🔹 For participants, they create opportunities to enter a new profession, secure employment, advance their careers, become self-employed, or establish their own services.

🔹 For businesses, they provide qualified personnel, safer and higher-quality work, fewer technical errors, reduced costs, and greater competitiveness.

🔹 For the country, they support job creation, stronger human capital, greater energy independence, green economic growth, and a more attractive environment for international investment.

Investing in solar energy is not only an investment in technology. It is an investment in people, business development, and the country’s sustainable future.

16/07/2026
Photomate Caucasus-სა და უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯს შორის საგანმანათლებლო პროგრამებზე თანამშრომლობა მნიშვნე...
16/07/2026

Photomate Caucasus-სა და უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯს შორის საგანმანათლებლო პროგრამებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის საზოგადოებისთვის.

კერძო სექტორის პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაერთიანება ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ახალი პროგრამების შემუშავებას, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და საქართველოში მზის ენერგეტიკის სფეროს განვითარებას.

გუშინ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია Photomate Caucasus უსასყიდლოდ გადასცემს №16 პენიტენციურ დაწესებულებას პროფესიული მომზადების პროგრამის, „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება“, განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარსა და აღჭურვილობას.

ეს მხარდაჭერა პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლონ რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პრაქტიკულ უნარებს. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Photomate Caucasus-ის რეგიონულ დირექტორს, ბატონ დავით ტყეშელაშვილს, საგანმანათლებლო პროგრამების ძლიერი მხარდაჭერისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც კომპანიას საქართველოში მზის ენერგეტიკის მიმართულებით პროფესიული პროგრამების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში შეაქვს.

ასევე დიდ მადლობას ვუხდით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს, რომლის დიდი ძალისხმევის და აქტიური თანამშრომლობის გარეშე ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დაწყება შეუძლებელი იქნებოდა.

გვჯერა, რომ განათლების, პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობა ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოს მწვანე და მდგრადი მომავლისთვის.

The cooperation between Photomate Caucasus and Safety Academia Vocational College in developing educational programmes delivers significant benefits to society. Combining the private sector’s practical expertise with the capabilities of vocational education supports the development of new labour market-oriented programmes, the training of qualified specialists, and the advancement of Georgia’s solar energy sector.

Under an agreement reached yesterday, Photomate Caucasus will donate, free of charge, the tools and equipment required to deliver the vocational training programme “Installation and Commissioning of Solar Photovoltaic Systems” at Penitentiary Establishment No. 16.

This support will enable programme participants to complement their theoretical knowledge with practical skills developed in conditions that closely reflect a real working environment. The initiative will contribute to their professional development, improve their employment prospects, and support their successful reintegration into society.

We extend our special gratitude to Mr David Tkeshelashvili, Regional Director of Photomate Caucasus, for his strong support of educational programmes and for the company’s significant contribution to the development and delivery of vocational programmes in the field of solar energy in Georgia.

We also express our sincere appreciation to the Vocational Training and Retraining Center for Convicts, whose considerable efforts and active cooperation have made the initiation and implementation of this important initiative possible.

We believe that cooperation among educational institutions, responsible businesses, and public institutions creates meaningful opportunities for people and lays a strong foundation for Georgia’s green and sustainable future.

#პროფესიულიგანათლება #მზისენერგია #განახლებადიენერგია #მწვანეუნარები #რეინტეგრაცია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი

მსჯავრდებულთათვის პროფესიული განათლებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობის მიცემა უმნიშვნელოვანესია. ეს მათ ეხმარე...
15/07/2026

მსჯავრდებულთათვის პროფესიული განათლებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობის მიცემა უმნიშვნელოვანესია. ეს მათ ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში, თავდაჯერების აღდგენასა და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებასა და შრომის ბაზარზე წარმატებით დაბრუნებაში.

უსაფრთხოების აკადემიისთვის დიდი პატივია, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვან პროცესს და მონაწილეობა მიიღოს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში.

გულწრფელ მადლობას ვუხდით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც მსჯავრდებულთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

გვჯერა, რომ ცოდნა, პროფესიული უნარები და დასაქმების რეალური შესაძლებლობა ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყების ძალას აძლევს. უსაფრთხოების აკადემია მზად არის, კვლავაც აქტიურად დაუჭიროს მხარი ამ მნიშვნელოვან მისიას.

Providing people in correctional facilities with access to vocational education and opportunities to develop new skills is of great importance. It helps them rebuild self-confidence, discover their potential, and prepare for successful reintegration into society and the labour market after release.

Safety Academia is honoured to contribute its knowledge and experience to this important process and to participate in vocational education and training programmes for people in correctional facilities.

We sincerely thank the leadership of the Prisoners’ Vocational Training and Retraining Centre for their trust, cooperation, and valuable work in making vocational education accessible to those in the penitentiary system.

We believe that knowledge, practical skills, and real employment opportunities can empower people to make a fresh start. Safety Academia remains committed to supporting this important mission.

#უსაფრთხოებისაკადემია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი #უსაფრთხოებისაკადემიისსასწავლოცენტრი

🌍 უსაფრთხოების აკადემია საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზეუსაფრთხოების აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს ეკონო...
14/07/2026

🌍 უსაფრთხოების აკადემია საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე

უსაფრთხოების აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსიას თემაზე: „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“.

ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, მარეგულირებელი ორგანოების, კერძო სექტორისა, აკადემიური წრეების და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები. დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, წყალმომარაგების სისტემების განვითარება, სატარიფო პოლიტიკა, ურბანული ინფრასტრუქტურის თანამედროვე გამოწვევები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაზე.

ჩვენთვის, როგორც პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროცესებში მონაწილეობა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და მდგრად განვითარებას განსაზღვრავს. წყლის რესურსების მართვა და თანამედროვე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიებსა და ინვესტიციებზე, არამედ შესაბამისი ცოდნით, პრაქტიკული უნარებითა და უსაფრთხოების კულტურით აღჭურვილ ადამიანურ კაპიტალზე.

სწორედ პროფესიულ განათლებას აქვს მნიშვნელოვანი როლი ისეთი სპეციალისტების მომზადებაში, რომლებიც შეძლებენ წყალმომარაგების, ენერგეტიკის, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, შრომის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მუშაობას.

უსაფრთხოების აკადემიისთვის მსგავს პლატფორმებში მონაწილეობა მხოლოდ წარმომადგენლობითი აქტივობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, გავეცნოთ სექტორების რეალურ საჭიროებებს, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო დავუახლოოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

🌍 Safety Academia at the Georgian Economic Forum

Representatives of Safety Academia attended the 31st discussion of the Georgian Economic Forum, titled “Water Resources and Tariff Policy, Urban Development, Economic Growth, and the Sustainable Development Goals.”

The forum brought together representatives of government institutions, local authorities, regulatory bodies, the private sector, academia, and international companies. The discussion addressed the effective management of water resources, the development of water supply systems, tariff policy, current challenges facing urban infrastructure, and their impact on the country’s economic growth and sustainable development.

As representatives of the vocational education and training sector, we consider it particularly important to participate in the processes shaping the country’s economic, infrastructural, and sustainable development. Effective water resource management and modern urban infrastructure depend not only on technology and investment but also on human capital equipped with relevant knowledge, practical skills, and a strong safety culture.

Vocational education plays an essential role in preparing specialists who can meet modern professional requirements in water supply, energy, environmental technologies, occupational safety, and infrastructure.

For Safety Academia, participation in such platforms is more than a representative activity. It is an opportunity to gain a deeper understanding of the sectors’ real needs, exchange best practices, develop new partnerships, and align vocational education programmes more closely with labour market demands.

#უსაფრთხოებისაკადემია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი #უსაფრთხოებისაკადემიისსასწავლოცენტრი

🤝 უსაფრთხოების აკადემიისა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის თანამშრომლობა იწყებადღეს განსაკუთრებული დღეა. უსაფრთხოების აკადემია...
09/07/2026

🤝 უსაფრთხოების აკადემიისა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის თანამშრომლობა იწყება

დღეს განსაკუთრებული დღეა. უსაფრთხოების აკადემიასა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ეს ჩვენთვის ნამდვილი პატივია.

ალტერბრიჯი გამორჩეული უნივერსიტეტია, რომელიც არაფორმალური განათლების გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა და თავიდანვე მკაფიო მიზანი დაისახა: გამხდარიყო ხიდი მეცნიერებას, განათლებასა და დასაქმებას შორის. სწორედ ეს მიდგომა, თანამედროვე სასწავლო გარემო, სიმულაციური ლაბორატორიები და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება აქცევს მას ისეთ პარტნიორად, რომელთან მუშაობაც ჭეშმარიტ სიამაყეს გვგვრის.

ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე რწმენას: განათლება მაშინ მუშაობს, როცა ის პრაქტიკას ეყრდნობა და ადამიანს რეალურ შესაძლებლობებს უქმნის. სწორედ ამ საერთო ხედვაზე დგას ჩვენი პარტნიორობა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხები განვიხილეთ: როგორ ინტეგრირდება AI სასწავლო პროცესში, რა მეთოდები არსებობს და სად ჩნდება დანერგვის რეალური სირთულეები.

მნიშვნელოვანია ესეთ გამოცდილების მქონე უნივერსიტეტთან ამ და სხვა მიმართულებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება, რადგან გამოცდილების ურთიერთგაცვლა და AI-ის დანერგვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება ორივე ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია.

მემორანდუმის ფარგლებში ერთად ვიმუშავებთ ისეთი პროექტების და გარემოს შექმნაზე, სადაც შრომის ბაზრისთვის მზა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები იზრდებიან.

უსაფრთხოების აკადემიისთვის ყოველი ახალი პარტნიორობა ფორმალურ ხელმოწერაზე მეტია. ეს არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაა.

გვჯერა, რომ ალტერბრიჯთან თანამშრომლობა ბევრ საინტერესო ინიციატივასა და ერთობლივ პროექტს დაუდებს საფუძველს. ვულოცავთ ორივე ინსტიტუციას ამ დასაწყისს და წარმატებას ვუსურვებთ. 🚀

🤝 A partnership begins: Safety Academia and Alterbridge University

Today is a special day. Safety Academia and Alterbridge University have signed a Memorandum of Understanding, and this is a real honour for us.

Alterbridge is a distinctive university, founded on years of non-formal education experience and built from the start with a clear purpose: to be the bridge between science, education, and employment. That approach, together with a modern learning environment, simulation labs, and a genuinely student-centered model, makes it exactly the kind of partner you're proud to work alongside.

We share the same conviction: education works when it's grounded in practice and opens real doors for people. That common vision is the foundation of this partnership.

At today's meeting we also discussed artificial intelligence: how AI integrates into teaching and learning, which methods work, and where the real challenges of implementation appear. Continuing to work actively with a university of this experience, on this and other fronts, matters to us, because exchanging experience and sharing practical, hands-on knowledge of AI adoption is important for both institutions.

Within the framework of the Memorandum, we'll work together on projects and an environment where competitive, job-ready professionals grow.

For Safety Academia, every new partnership is more than a signature. It's a long-term relationship built on shared values, aimed at creating opportunities for young people and strengthening Georgia's education system.

We believe our work with Alterbridge University will lead to many meaningful initiatives and joint projects. Congratulations to both institutions on this start, and here's to a productive road ahead. 🚀

#უსაფრთხოებისაკადემია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი #უსაფრთხოებისაკადემიისსასწავლოცენტრი

დღეს უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯში დასრულდა მუშაობა ახალ პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე — „ხელოვნური ინტელექტი პრ...
07/07/2026

დღეს უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯში დასრულდა მუშაობა ახალ პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე — „ხელოვნური ინტელექტი პროფესიულ განათლებაში“.

სახელმძღვანელო წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ეტაპობრივად აღწერს, როგორ დანერგონ და მართონ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლიანად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად, ისე, რომ AI გახდეს სწავლების ხარისხის, ინოვაციისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშემწყობი ინსტრუმენტი.

სახელმძღვანელო მომზადებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე და ეფუძნება UNESCO-ს ხელოვნური ინტელექტის ეთიკის რეკომენდაციებსა და AI Competency Framework for Teachers-ის ჩარჩოს, ევროკავშირის AI Act-ის მოთხოვნებსა და პრინციპებს, ხოლო მისი რეკომენდაციები ადაპტირებულია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემისა და ეროვნული საკანონმდებლო გარემოს შესაბამისად.

დოკუმენტი განკუთვნილია იმ ოთხი ძირითადი ჯგუფისთვის, რომელთა ერთობლივ მუშაობაზეც დამოკიდებულია AI-ის წარმატებული დანერგვა: დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის, მასწავლებლებისა და ინსტრუქტორებისთვის, ციფრული ტრანსფორმაციის გუნდებისა და სტუდენტებისთვის. თითოეული მათგანისთვის წარმოდგენილია კონკრეტული ნაბიჯები, რეკომენდაციები და პრაქტიკული ინსტრუმენტები.

სახელმძღვანელოში განხილულია:

ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეთიკური გამოყენების პრინციპები;
AI-ის ინტეგრაცია სასწავლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესში;
სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები;
უსაფრთხოების მოთხოვნები მაღალი რისკის და კრიტიკული პროფესიებისთვის;
AI-ის დანერგვის სამსაფეხურიანი მოდელი;
პრაქტიკული შაბლონები, მათ შორის ორგანიზაციული მზაობის თვითშეფასება, AI-ის გამოყენების პოლიტიკა, რისკების რეესტრი და დანერგვის საგზაო რუკა.

სახელმძღვანელოს მთავარი გზავნილი ნათელია:

ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინტეგრაცია იწყება არა ტექნოლოგიით, არამედ მკაფიო პოლიტიკით, ეთიკური პრინციპებით, მომზადებული ადამიანებითა და პასუხისმგებლიან მმართველობაზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურით.

პროფესიული განათლების მთავარი მიზანია მოამზადოს ადამიანები იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება უკვე აღარ არის მომავლის საკითხი — ის თანამედროვე პროფესიული განათლების აუცილებელი კომპონენტია.

მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების აკადემია ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ქმნის პრაქტიკულ რესურსს, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაეხმარება ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლიანად განხორციელებაში.

Today, Safety Academia Vocational College completed the development of its new practical guide, "Artificial Intelligence in Vocational Education."

The guide serves as a practical roadmap for vocational education and training (VET) institutions, providing step-by-step guidance on how to introduce and manage artificial intelligence responsibly, safely, and effectively, ensuring that AI becomes a tool for enhancing educational quality, fostering innovation, and strengthening professional competencies.

The publication has been developed based on international best practices and is informed by UNESCO's Recommendation on the Ethics of Artificial Intelligence, the UNESCO AI Competency Framework for Teachers, the principles and requirements of the European Union AI Act, and has been adapted to the context of Georgia's vocational education system and national regulatory framework.

The guide is designed for the four key stakeholder groups whose collaboration is essential for successful AI implementation: institutional leaders, teachers and instructors, digital transformation teams, and students. Each group is provided with practical guidance, clear implementation steps, and ready-to-use tools.

The guide covers:

Principles for the responsible and ethical use of artificial intelligence;
Integration of AI into curricula, teaching, and learning processes;
Modern approaches to teaching, learning, and assessment in the AI era;
Safety considerations for high-risk and safety-critical professions;
A three-phase AI implementation model for educational institutions;
Practical templates and tools, including institutional AI readiness self-assessment, AI governance policy, risk register, and implementation roadmap.

The central message of the guide is clear:

Successful AI integration does not begin with technology. It begins with clear governance, ethical principles, well-prepared people, and an organizational culture built on responsibility and human-centered education.

The mission of vocational education is to prepare people for a rapidly changing world of work. For this reason, the effective, safe, and responsible use of artificial intelligence is no longer a matter for the future—it has become an essential component of modern vocational education.

I am proud that Safety Academia is taking another significant step in this direction by developing a practical resource that will support vocational education and training institutions in implementing digital transformation more effectively, safely, and responsibly.

#უსაფრთხოებისაკადემია #უსაფრთხოებისაკადემიისკოლეჯი #უსაფრთხოებისაკადემიისსასწავლოცენტრი #პროფესიულიგანათლება #ხელოვნურიინტელექტი

Address

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #14
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when უსაფრთხოების აკადემია Safety Academia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to უსაფრთხოების აკადემია Safety Academia:

Shortcuts

Share