საქართველოს უროლოგთა ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (სუა) დაარსდა 2000 წელს და დღემდე წარმოადგენს უროლოგებისა და უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთიანებას.

"სუა" რეგისტრირებული ასოციაციის ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების, სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენტთა ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას.

აღნიშნული მიზნების მიღწევა ხდება უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული იდეების დამუშავებით. "სუა" გეგმიურად აწყობს ყოველწლიურ ყრილობას, რომელიც ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს, თეზისებისა და სამეცნირო სტატიების სახით. "სუა", ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გზით.

ასოციაცია და მისი მიზნები

საქართველოს უროლოგთ ასოციაცია (სუა) წარმოადგენს უროლოგებისა და
უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთანებას. ის რეგისტრირებული
ასოციაციის ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების,
სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენთა
ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას. აღნიშნული მიზნების მიღწევა
ხდება, უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული
იდეების დამუშავებით. სუა გეგმიურად აწყობს ყოველწლურ ყრილობას, რომელიც
ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ
ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს თეზისებისა და
სამეცნირო სტატიების სახით. სუა, ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა
და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების
სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გხით.
სუა-ის მიზნებია:
• იყოს საქართველოს უროლოგთა წარმომადგენლობით ორგანო ქვეყანაში
და მის ფარგლებს გარეთ
• უროლოგიისა და ყველა მისი სუბსპეციალობის უწყვეტი განვითარების
ხელშეწყობა
• უროლოგიური სამსახურის უმაღლესი სტანდარტების განვითარება
• დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)
სარეზიდენტო პროგრამების მომზადება და განახლება
• უროლოგიური გაიდლაინების, ეროვნული პროტოკოლების, პროფესიული
კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება და დახვეწა
• უროლოგიურ კვლევების ხელშეწყობა და მათი შედეგების გავრცელება
• სამედიცინო და სამეცნიერო ლიტერატურის გავრცელება მის წევრებს
შორის
• უროლოგიური განათლებისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების
დანერგვა
• პაციენტების და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება
უროლოგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ

სუა-ს მმართველობა და სტრუქტურა

ასოციაციის მმართველი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო. მისი წევრები არიან:
1. არჩილ ჩხოტუა, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
დირექტორი სამეცნიერო დარგში

2. გიორგი მანაგაძე, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
გენერალური დირექტორი
3. ამბროსი პერტია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
დირექტორი კლინიკურ დარგში
4. თეიმურაზ ჩიგოგიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის
უროლოგიის კათედრის პროფესორი
5. ზაზა ჭანტურაია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
ბავშვთა უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
6. ალექსანდრე ხელაია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
ქალთა უროლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
7. დავით ქოჩიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
უროლოგიის კათედრის პროფესორი
8. კობა კიკნაველიძე, „მარდალეიშვილის კლინიკა რუსთავის“ უროლოგიის
სამსახურის ხელმძღვანელი
9. დავით ნიკოლეიშვილი, ქართულ-ამერიკული ჰოსპიტლის უროლოგიის
სამსახურის ხელმძღვანელი
10. მზია დიდმანიძე ბათუმის რეფელარული ჰოსპიტლის უროლოგიის სამსახურის
ხელმძღვანელი
11. შალვა ჭოველიძე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები, საუნივერსიტეტო
კლინიკის უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
12. ალექსანდრე უჯმაჯურიძე ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული
ცენტრი
13. გიორგი ქოჩიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
უროლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი
გიორგი ხვადაგიანი „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ უროლოგიის სამსახურის
ხელმძღვანელი
ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
1. ლავრენტი მანაგაძე
2. ბოჭორიშვილი გიორგი
3. მეზვრიშვილი ზაზა
4. ჭანტურაია ზაზა
5. ქოჩიაშვილი დავით
6. შიოშვილი თამაზი
7. ჩიგოგიძე თეიმურაზი

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ჯილდოები

საქართველოში უროლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის და ქართული უროლოგიის შემდგომი განვითარების
სტიმულირებისათვის, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია აწესებს შემდეგ
ჯილდოებს:
ა) ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედალი;
ბ) ლაურ მანაგაძის სახელობის პრემია;
დიმიტრი მურვანიძის სახელობის სიგელი.

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია
მისმართი: წინანდლის ქ. 27
საკონტაქტო ნომერი: 032 2 27 35 31

‼️საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესში, ქალაქ ლ...
05/04/2026

‼️საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესში, ქალაქ ლონდონში.
➡️ სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ამბროსი პერტიამ მოახსენე შარდის ბუშტის ინვაზიური კიბოს ქირურგიული მკურნალობის შედეგები.
➡️ სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, დავით ნიკოლეიშვილი და არჩილ ჩხოტუა თავმჯდომარეობდნენ კავკასია-ცენტრალური აზიის სამეცნიერო სესიას.

‼️ ა ნ ო ნ ს ი ‼️საქართველოს უროლოგთა ასოციაცია აანონსებს ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესს, რომელიც გაიმართება 2026 წლის 2...
02/04/2026

‼️ ა ნ ო ნ ს ი ‼️
საქართველოს უროლოგთა ასოციაცია აანონსებს ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესს, რომელიც გაიმართება 2026 წლის 25-26 სექტემბერს, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსში.

სამეცნიერო ნაშრომები (სათაური, ავტორები და მათი აფილიაციები, აბსტრაქტი არა უმეტეს 250 სიტყვისა) გთხოვთ, გამოაგზავნოთ მეილზე [email protected] არა უგვიანეს 1 ივნისისა

‼️ A N N O U N C E M E N T ‼️
The Annual Congress of the Georgian Urological Accociation will be held on September 25-26, 2026 in Pullman Tbilisi Axis Towers Hotel.
Oral presentations and abstracts (title, authors and their affiliations, abstract not more than 250 words) can be sent to: [email protected] not later than June 01.

‼️ საქართველოს უროლოგთა ასოციაციის განცხადება ‼️გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში, მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინ...
09/03/2026

‼️ საქართველოს უროლოგთა ასოციაციის განცხადება ‼️

გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში, მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაციენტის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა როგორც ოჯახისთვის, ისე მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის.
ამასთან, ვთვლით, რომ საზოგადოების ინფორმირების პროცესში აუცილებელია დაცული იყოს ეთიკური და სამართლებრივი ნორმები. შესაბამისად, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
სამედიცინო სერვისის ხარისხის შემოწმება მხოლოდ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული სასამრთლო-სამედიცინო ექსპერტიზის პრეროგატივაა. მოცემულ ეტაპზე არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა სიკვდილის მიზეზს და მის შესაძლო კავშირს ჩატარებულ მანიპულაციასთან. შესაბამისად, სიუჟეტები, რომელიც ექიმს დამნაშავედ აცხადებს, არღვევს როგორც სამართლებრივ, ისე პროფესიული ეთიკის ნორმებს.
საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც დაეყრდნობა მხოლოდ მყარ მტკიცებულებებსა და ექსპერტების დასკვნებს.
მოვუწოდებთ საზოგადოებასა და მედიას, თავი შეიკავონ წინასწარი, დაუსაბუთებელი შეფასებებისა და ბრალდებებისგან. დაველოდოთ კომპეტენტური ორგანოების ოფიციალურ დასკვნებს, რათა გამოირიცხოს ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულების საქმიანი რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვა და არამართლზომიერი ზეწოლა სამედიცინო პერსონალზე.

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

‼️უროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია (SIU) ატარებს რეზიდენტების მეორე საერთაშორისო კონგრესს, რომელიც გაიმართება ჩინეთის ქალ...
14/02/2026

‼️უროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია (SIU) ატარებს რეზიდენტების მეორე საერთაშორისო კონგრესს, რომელიც გაიმართება ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, ა.წ. 20-21 ნოემბერს. იგი ტარდება ჩინეთის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესთან ერთად, რომელსაც >10 000 დელეგატი დაესწრება.
‼️საქართველოს უროლოგთა ასოციაციასა და SIU-ს შორის მიმდინარეობა ინტენსიური მოლაპარაკება, რომლის საფუძველზეც, ქართველი რეზიდენტები და ახალგაზრდა უროლოგები დაფინანსდებიან აღნიშნულ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად.

Address

წინანდლის 27
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს უროლოგთა ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share