დ.ვირსალაძის სახელობის ენდოკრინოლოგიური კლინიკა მედელიტი . Medelite Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დ.ვირსალაძის სახელობის ენდოკრინოლოგიური კლინიკა მედელიტი . Medelite Clinic

სამედიცინო ცენტრი ,,მედელიტი” ფუნქციონირებს 2010 წლის 15 თებერვლიდან. კლინიკა მრავალპროფილურია.(ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, პედიატრია, სექსოპათოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, რადიოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, ალერგოლოგია.)

2011 წლის 1 მაისიდან ცენტრის ბაზაზე ფუმქციონირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრა პროფესორ დავით ვირსალაძის ხელმძღვანელობით. კლინიკაში ტარდება ყველა ენდოკრინული დაავადების გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა. (მათ შორის: შაქრიანიდიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, ფარისებრიჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები და ა.შ. )

კლინიკაში ხელმისაწვდომია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის კვლევის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები ტარდება პაციენტის 50%იანი თანადაფინანსებით. თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერთათვის, საქართველოს მასშტაბით- პედაგოგთა და სტუდენტთათვის, ასევე უმწეოთა დაზღვევის მქონე პირთათვის პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები უფასოა.

კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ულტრასონოგრაფით (ექოსკოპით). ტარდება ფარისებრი ჯირკვლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა (გინეკოლოგიური) ექოსკოპია.

07/09/2026

📢 კლინიკამ მუშაობა განაახლა!

თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. 💙
გელოდებით!

📞ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
032 2 144 044

04/09/2026

თუ გაწუხებთ ხერხემლის მალთაშუა თიაქრები, სქოლიოზი, მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრები, ან ხერხემლის სხვა პრობლემები
📌დაგვირეკეთ 596 70 50 00 და ჩაეწერეთ 25 სექტემბერს, თბილისში, კლინიკა მედელიტში - მედიკალპარკის ასოცირებულ პროფესორ, ტრავმატოლოგ/ორთოპედთან - სამეთ ერინჩთან კონსულტაციაზე

http://medelite.ge

✨ იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!კლინიკა „მედელიტი“ გთავაზობთ:🔹 ენდოკრინოლოგის კონსულტაციას🔹 ლაბორატორიულ კვლევებს🔹 ექოსკო...
27/07/2026

✨ იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

კლინიკა „მედელიტი“ გთავაზობთ:

🔹 ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
🔹 ლაბორატორიულ კვლევებს
🔹 ექოსკოპიურ გამოკვლევას

• გამოცდილი ექიმები
• თანამედროვე დიაგნოსტიკა
• მშვიდი და უსაფრთხო გარემო

📞 ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობისკენ!

კლინიკა „მედელიტი“ – პროფესიონალური ზრუნვა, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
🔹 ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 032 2 144 044
🔹 მისამართი: თბილისი, მედეა ჩახავას N2 (შანხაის დასახლება, შესასვლელი გეგეჭკორის ქუჩიდან)

🩸 ინსულინრეზისტენტობაინსულინრეზისტენტობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობ...
10/07/2026

🩸 ინსულინრეზისტენტობა

ინსულინრეზისტენტობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. შედეგად, პანკრეასი უფრო მეტი ინსულინის გამომუშავებას ცდილობს, რათა სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოს.

📌 რა სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს ინსულინრეზისტენტობაზე?
• მუდმივი დაღლილობა;
• ტკბილეულისადმი ძლიერი სურვილი;
• წონის მომატება, განსაკუთრებით მუცლის არეში;
• შიმშილის ხშირი შეგრძნება;
• კონცენტრაციის გაძნელება.

⚠️ ხშირად ინსულინრეზისტენტობა საწყის ეტაპზე უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ამიტომ დროული ლაბორატორიული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

🧪 რომელი კვლევები გამოიყენება შეფასებისთვის?
✔️ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა (უზმოზე);
✔️ ინსულინის განსაზღვრა (უზმოზე);
✔️ HOMA-IR ინდექსის გამოთვლა (ექიმის შეფასებით);
✔️ საჭიროების შემთხვევაში – გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c) ან სხვა დამატებითი კვლევები.

✅ ადრეული დიაგნოსტიკა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს შაქრიანი დიაბეტის და სხვა მეტაბოლური გართულებების განვითარების რისკს.

🔬 იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე – დროული კვლევა საუკეთესო პრევენციაა.

#ინსულინრეზისტენტობა #ლაბორატორიულიკვლევა #პრევენცია #ჯანმრთელობა #დიაბეტი

🩸ლაბორატორიულ გამოკვლევებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მედიცინაში.

💉სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად, მათი შედეგები ექიმს ეხმარება:

🦠დაავადების აღმოჩენასა და სიმწვავის განსაზღვრაში;

🦠მკურნალობის დაგეგმვაში;

🦠ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში;

🦠დაავადების განვითარების რისკების შეფასებასა და მათ პრევენციაში;

💉სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანალიზების ხარისხიანად შესრულებასა და ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია მისი შესრულების სისწრაფეც;

🩸გადაამოწმე ჯანმრთელობა #მედელიტში

დაჯავშნე ვიზიტი
☎️032 2 144 044

26 ივნისს, თბილისში, მემორიალის კლინიკების ქსელის ბავშვთა ონკოჰემატოლოგი - ტრანსპლანტოლოგი პროფესორი ბარიშ მალბორა კონსუ...
08/06/2026

26 ივნისს, თბილისში, მემორიალის კლინიკების ქსელის ბავშვთა ონკოჰემატოლოგი - ტრანსპლანტოლოგი პროფესორი ბარიშ მალბორა კონსულტაციებს ჩაატარებს
კონსულტაცია შეუძლიათ გაიარონ შემდეგი დაავადებების მქონე პედიატრიულ პაციენტებს:
🔹 ლეიკემია
🔹 ლიმფომა (ჰოჯკინის და არაჰოჯკინის)
🔹 თალასემია
🔹 ნეირობლასტომა
🔹 ვილმსის სიმსივნე
🔹 ტვინის სიმსივნეები
🔹 იმუნური სისტემის დარღვევები
ჩასაწერას დაგვიკავშირდით:
☎️ 596 70 50 00
📧 [email protected]

ფარისებრი ჯირკვალი — მცირე ორგანო, დიდი გავლენა ჯანმრთელობაზე ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ო...
01/06/2026

ფარისებრი ჯირკვალი — მცირე ორგანო, დიდი გავლენა ჯანმრთელობაზე

ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს და არეგულირებს ორგანიზმის მრავალ პროცესს — ნივთიერებათა ცვლას, ენერგიის გამომუშავებას, გულის მუშაობას, სხეულის ტემპერატურასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით:
🔹 მუდმივი დაღლილობა და სისუსტე
🔹 წონის მატება ან კლება აშკარა მიზეზის გარეშე
🔹 გულისცემის აჩქარება ან შენელება
🔹 გაღიზიანებადობა, შფოთვა ან დეპრესიული განწყობა
🔹 თმის ცვენა და კანის სიმშრალე
🔹 ძილის პრობლემები
🔹 მენსტრუალური ციკლის დარღვევები

ხშირად აღნიშნული სიმპტომები სხვა მიზეზებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სპეციალისტის კონსულტაცია.

თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები და ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და ეფექტურად იმართოს.

გახსოვდეთ, რომ ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დროული გამოკვლევებით იწყება.

📩 თუ გსურთ ზუსტი შეფასება და სწორი რეკომენდაციები, ჩაიწერეთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
🔹 დაგვიკავშირდით ნომერზე: 📞 032 2 144 044
🔹 მისამართი: თბილისი, მედეა ჩახავას N2 (შანხაის დასახლება, შესასვლელი გეგეჭკორის ქუჩიდან)

📢 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით!სკრინინგის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ენდოკრინოლოგის კონ...
08/05/2026

📢 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით!

სკრინინგის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ჩაიტარონ ოფთალმოლოგიური კვლევები.

ადრეულ ეტაპზე ჩატარებული კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა დაავადების დროულ აღმოჩენასა და მართვაში. ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ რეგულარული შემოწმება პრევენციის საუკეთესო გზაა.

🔹 ენდოკრინოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევების შეფასებაში;
🔹 ოფთალმოლოგიური კვლევები კი თვალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლსა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში.

არ გადადოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გელოდებით ყველას 14 მაისს, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.

ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე:
ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო
ტელ.: (032) 2 24 01 14 +995 571 24 14 01

იზრუნეთ თქვენი თვალის ჯანმრთელობაზე 👁️💙

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო გთავაზობთ ერთდღიან უფასო სკრინინგს დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.

📅 სკრინინგის თარიღი: 14 მაისი,
10:00 საათდან 16:00 საათამდე
📞 წინასწარი ჩაწერა აუცილებელია:
(032) 2 24 01 14
+995 571 24 14 01

📍 მისამართი: საბურთალო, შანხაის დასახლება, გ. გეგეჭკორის 3

სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება:

🔹 ოფთალმოლოგის კონსულტაცია
🔹 ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დროულად 💙

14/04/2026

📌მემორიალის კლინიკების ქსელის მოზრდილთა ჰემატოლოგი/ტრანსპლანტოლოგი - 🩺პროფესორი მუთლუ არათი თბილისში 20 აპრილს კონსულტაციებს ჩაატარებს.
ლიმფომა/ლეიკემია/მიელომა (LLM) დიაგნოზის მქონე პაციენტებს (მათ შორის რეზისტენტული ფორმის) და ტრანსპლანტაციის შემდგომ გართულებების მქონე პაციენტებს, ასევე მათ ვისაც რეზისტენტული ანემიის კომპლექსური შემთხვევები აქვთ - შეუძლიათ მოგვმართონ და ჩაეწერონ კონსულტაციაზე 20 აპრილს თბილისში, კლინიკა მედელიტში
ჩასაწერათ დაგვიკავშირდით:
☎️596 70 50 00; 500 508 509
📧 [email protected]

29/03/2026

ნინო ჩარკვიანი - თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კლინიკა „დ. ვირსალაძის ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტი”, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

Address

A. Kazbegi Avenue #34, III რიგი, (გოგი გეგეჭკორის ქ. #3)
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995322144044

Website

, ,44.739938/MEDELITE,+T,+3+Giorgi+Gegechkori+St,+Tbilisi+01

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დ.ვირსალაძის სახელობის ენდოკრინოლოგიური კლინიკა მედელიტი . Medelite Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დ.ვირსალაძის სახელობის ენდოკრინოლოგიური კლინიკა მედელიტი . Medelite Clinic:

Shortcuts

Share