National TB Center ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • National TB Center ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

National TB Center ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from National TB Center ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, Medical and health, აჭარის ქ. 8, Tbilisi.

ზამთრის სეზონზე, ქვეყანაში ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსები - რინოვირუსი, ენტეროვირუსი, ფიქსირდება გრიპის შემთხვევე...
03/12/2025

ზამთრის სეზონზე, ქვეყანაში ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსები - რინოვირუსი, ენტეროვირუსი, ფიქსირდება გრიპის შემთხვევებიც. დღეს არსებული სიტუაციის შეფასებით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება და პროცესი სრულად მართულია.
პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება, რომელიც ყველა მოქალაქისთვის, ხელმისაწვდომია, სრულად უფასოდ.
#ჯანდაცვა2025

22/09/2025

ტუბერკულოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ტუბერკულოზის კვლევის ყოველწლიური საერთაშორისო  კონფერენციაFogary-2025, ყაზბეგი  ქვეყანაში მოქმედი  საქართველო-ემორის უნი...
07/07/2025

ტუბერკულოზის კვლევის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

Fogary-2025, ყაზბეგი

ქვეყანაში მოქმედი საქართველო-ემორის უნივერსიტეტის (აშშ) ტუბერკულოზის კვლევის სასწავლო პროგრამის (EGTB-RTP) ფაგლებში, რომელიც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (Fogarty International Center)-ის მიერ არის მხარდაჭერილი და ხორციელდება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, საქართველოში გაიმართა გეგმიური ყოელწლიური კონფერენცია.

კონფერენცია 26-28 ივნისს შედგა ყაზბეგში,სასტუმრო რუმსში. შეხვედრაზე Fogarty-ის მიმდინარე სასწავლო კურსის მონაწილეებმა პროგრამის ქართველ და ამერიკელ მენტორებს გააცნეს თავიანთი კვლევის აქტუალური საკითხები საბოლოო მონაცემების ჩათვლით. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები დარგის წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტების, ემორის უნივერსიტეტის, შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების ჩართულობით.

კონფერენციამდე ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრს, გამართეს შეხვედრები კლინიკის მენეჯმენტთან, ასევე, პროგრამის მონაწილეებსა და სხვა კოლეგებთან.

აღნიშნული EGTB-RTP კონფერენცია გარკვეულწილად წარმოადგენს წინარე შეხვედრებისა და წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ტუბერკულოზის სფეროში გაწეული სამეცნიერო მოღვაწეობის საეტაპო შემაჯამებელ ღონისძიებას, რომლის მონაწილენიც არიან ემორისა და შვეიცარიის ტროპიკული მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის პროფესორები, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მკვლევარები.

07/07/2025

Men in Georgia face worse outcomes in TB treatment: study reveals influence of social factors
Tbilisi, Georgia - Tuberculosis (TB) continues to be a pressing public health problem in Georgia. According to the World Health Organization, about 2,200 new cases were reported in the country in 2022, of which approximately 360 (16%) were drug resistant.
Men get TB more often than women and face more unfavorable treatment outcomes, a new international study shows. The data were derived from an analysis of more than 6,000 patients from six Eastern European countries - Ukraine, Moldova, Romania, Georgia, Kazakhstan, and Kyrgyzstan - over the period 2020-2022.
The results are published in The Lancet Regional Health - Europe:
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2666776225001462
According to the study, in 30% of men the outcome of treatment was unfavorable - death, failure of therapy or treatment interruption. Among women, the proportion was 19.5%. In addition, men accounted for 75% of all patients in the sample.
However, after adjusting for age, disease severity, education level, unemployment, smoking, alcohol and drug use, and a history of imprisonment - no statistically significant differences remained between men and women. This means that gender differences in treatment outcomes are explained by social and behavioral factors rather than biology.
"In the Georgian context, where men predominate among TB patients and are more likely to face adverse social factors, it is crucial to take gender specificity into account when organizing care. Gender-sensitive approaches to treatment and patient support can significantly improve therapeutic outcomes and reduce disease burden," emphasizes Dr. Sergo Vashakidze, Surgery Coordinator and TB Portals Project Leader at the National Center for Tuberculosis and Lung Diseases, Tbilisi.
The study was conducted as part of an international project involving researchers from Georgia, Ukraine, Kyrgyzstan, Kazakhstan, Moldova, Romania, Germany, USA, France, and Denmark. The analysis is based on the unique TB Portals platform, an international open database maintained by the US National Institute of Allergy and Infectious Diseases (NIH/NIAID) that brings together clinical, radiological, and genomic patient data from more than 40 clinical centers in 16 countries.
"Studies like this are especially important for countries with a high TB burden, including Georgia. They help to better understand patients' vulnerabilities and shape effective support interventions - especially for men, who have been shown to be more likely to drop out of treatment," the authors note.
Key project partners: Borstel Research Center (Germany), Kharkiv National Medical University (Ukraine), National TB Reference Laboratory (Moldova), National Center for Tuberculosis and Lung Diseases (Georgia), Aarhus University Hospital (Denmark), and national TB centers in Romania and Kazakhstan.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით ი...
25/04/2025

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ გარდაიცვალა ცენტრის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იმუნოლოგი
ვერიკო ტორონჯაძე
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პატივს მივაგებთ ქალბატონი ვერიკოს ხსოვნას და თანაგრძნობას ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
პანაშვიდი: პარასკევს, 25აპრილს
გამოსვენება: შაბათს, 26 აპრილს , 14:00 საათზე
მისამართი: გ. ცაბაძის ქ. N5.

08/04/2024

🔷 "წამალდამოკიდებულ პირთა შორის ტუბერკულოზის სკრინინგი"

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ...
23/02/2024

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ტუბერკულოზისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ცნობილი მეცნიერი-იმუნოლოგი, ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორი

ნოდარ გოგებაშვილი

და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

პანაშვიდი: პარასკევს, 23 თებერვალს, განსვენებულის ბინაზე: დავით აღმაშენებლის გამზირი 104, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული;

გამოსვენება: შაბათს, 14:00 საათზე, ,სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით მდებარე ტაძრიდან (ვაჟა-ფშველას გამზირი 39ა)

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სახელით, გვსურს ღრმა მწუხარება გამოვხატოთ ბატონი  შოთას გარდაცვალე...
09/10/2023

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სახელით, გვსურს ღრმა მწუხარება გამოვხატოთ ბატონი შოთას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს!

ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა...
გულით ელოდა ახალ შენობაში გადასვლას მაგრამ, აღარ დასცალა - გულმა უმტყუნა, ვეღარ გაიხარებს ჩვენი საავადმყოფოს ახალსახლობით... ჩვენს შორის აღარ არის ღირსეული და კარგი ადამიანი... თითოეული ჩვენგანის დიდი იმედი... სამსახურში საქმიანი, მომთხოვნი და სამართლიანი, სამსახურს მიღმა კარგი პიროვნება და გვერდში მდგომი მეგობარი... ძნელია და წარმოუდგენელი შოთა გოგიჩაიშვილზე წარსულ დროში ისაუბრო... ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მოამაგე, თანამშრომელთა და კლინიკის ღირსების დამცველი ქომაგი... კაცი ენციკლოპედიური განათლებითა და დიდი სამედიცინო გამოცდილებით... ღირსეული კვალი დატოვეთ ბატონო შოთა კლინიკის ისტორიაში და მუდამ დარჩებით ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში... ცრემლით და დიდი ტკივილით ვწერთ სამძიმრის ამ სიტყვებს... თანაგრძნობას ვუცხადებთ თქვენს ოჯახს, თანამშრომლებს და სამედიცინო საზოგადოებას... ნათელი არ მოკლებოდეს თქვენს სულს... მუდამ გვემახსოვრებით და სამაგალითო იქნებით ჩვენთვის...

24/09/2023
06/09/2023

Address

აჭარის ქ. 8
Tbilisi
0101

Telephone

+995 32 291 19 26

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when National TB Center ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share