31/08/2026
🩺 კიდევ ერთი საინტერესო და იშვიათი კლინიკური შემთხვევა ჩვენი პრაქტიკიდან, რომელიც ლაპაროსკოპიული მეთოდით წარმატებით დასრულდა.
👦 15 წლის პაციენტმა მოგვმართა მუცლის ტკივილის, ღებინებისა და სხეულის ტემპერატურის მატების ჩივილით.
📋 ანამნეზიდან აღსანიშნავია, რომ 7 წლის წინ პაციენტს ღია წესით ჩაუტარდა აპენდექტომია დიფუზური პერიტონიტის გამო.
🔬 მიმდინარე კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე კვლავ აღენიშნებოდა მწვავე პერიტონიტის სურათი. გადაწყდა ლაპაროსკოპიული ქირურგიული ჩარევა.
🔹 ინტრაოპერაციული სურათი:
მუცლის ღრუში აღინიშნებოდა ფართოდ გავრცელებული შეხორცებითი პროცესი, განსაკუთრებით ღვიძლსა და ნაწლავებს შორის, აგრეთვე- დიფუზურად გამონაჟონი და ფიბრინული ნადები.
რეტროცეკალურად გამოვლინდა აბსცესის ღრუ, რომელშიც აღმოჩნდა დაშლილი აპენდიქსის ფრაგმენტები. სავარაუდოდ, 7 წლის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს რეტროცეკალურად მდებარე აპენდიქსი ვერ ინახა ან სრულად მოცილება ვერ მოხერხდა და განხორციელდა მხოლოდ მუცლის ღრუს სანაცია-დრენირება.
🔹 ქირურგიული ტაქტიკა:
ჩატარდა მუცლის და აბსცესის ღუს სანაცია, აგრეთვე დაშლილი აპენდიქსის ფრაგმენტებისა და აბსცესის კაფსულის ევაკუაცია.
იდენტიფიცირდა აპენდიქსის ტაკვი, რომელზეც დაიდო Hem-o-lok-ის კლიპსი. მაქსიმალურად ჩაიხსნა შეხორცებითი ჭიმები. მუცლის ღრუ დრენირდა.
✅ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პოსტოპერაციული პერიოდი წარიმართა გართულებების გარეშე. პაციენტი ოპერაციიდან მე-5 დღეს, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე.
👨⚕️ ქირურგიული ბრიგადა:
ბავშვთა ქირურურგი:
ოპერატორი- დ. ქათამაძე;
ასისტენტი - დ. მამიტაშვილი
ანესთეზიოლოგი - გ. ლალიაშვილი
ექთანი - ე. ტყემალაძე
🏥 ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
#ბავშვთაქირურგია
#ლაპაროსკოპია
#აპენდექტომია
#კლინიკურიშემთხვევა
#ივანებოკერიასსახელობისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
Davit Mamitashvili
Davit Katamadze