ილია გოცაძე ქირურგი-ონკოლოგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილია გოცაძე ქირურგი-ონკოლოგი

ილია გოცაძე    ქირურგი-ონკოლოგი ონკოქირურგია საერთაშორისო სტნდარტების დაცვით

✅მნიშვნელოვანი რომ ბოლომდე წაიკითხოთ⚠️თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, მე შევეცდები ეს თქვენთვის გავაკეთო, მაგრამ ამისთვი...
27/06/2026

✅მნიშვნელოვანი რომ ბოლომდე წაიკითხოთ
⚠️თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, მე შევეცდები ეს თქვენთვის გავაკეთო, მაგრამ ამისთვის თქვენი დახმარება მჭირდება. გთხოვთ, ეცადეთ, ამ კითხვებს რაც შეიძლება დეტალურად უპასუხოთ.

ყველაზე მთავარი:ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა პასუხების „სისწორე“, არამედ თქვენი წარმოდგენა ამ თემაზე. ამიტომ არ არის საჭირო სწორი პასუხების ძებნა. ჩემი მიზანია გავიგო, როგორ უპასუხებდით ამ კითხვებს მომზადების გარეშე და ინფორმაციის წინასწარ მოძიების გარეშე.

!გთხოვთ დაწეროთ პასუხები ვრცლად!

‼️▶️ შეკითხვები:

1. თქვენი აზრით, საიდან ჩნდება ონკოლოგიური დაავადება და რა არის კიბოს განვითარების მიზეზი?

2. თქვენი აზრით, რატომ იგებს ადამიანების დიდი ნაწილი ონკოლოგიური დაავადების შესახებ უკვე გვიან სტადიაზე?

3. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ონკოლოგიური დაავადებების რეალურად პრევენცია? თუ შესაძლებელია — როგორ?

4. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება დაავადდეს ონკოლოგიური დაავადებით და ვინ არასოდეს დაავადდება? რაზეა ეს დამოკიდებული?

5. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს არაფერი აწუხებს, ღირს თუ არა ექიმთან მისვლა იმისთვის, რომ ონკოლოგიურ დაავადებაზე გამოიკვლიოთ?

6. წარმოიდგინეთ, რომ ყველა გამოკვლევა სრულიად უფასოა და ფულს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. როგორ გამოიყურებოდა თქვენი იდეალური ონკოლოგიური ჩეკაპი თქვენთვის და იმ ახლობელი ადამიანისთვის, რომელზეც პასუხისმგებლობას გრძნობთ? რომელ გამოკვლევებს ჩაიტარებდით და რამდენად ხშირად? თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად დაიცვას ონკოლოგიური დაავადებებისგან?

04/02/2026

‼️ ექიმების უვიცობა და შემუშავებული სქემა პაციენტების ჯანმრთელობის ფასად‼️" ამბობს " სიუჟეტის " ავტორი. ვერსად ვიპოვე ამ ისტოეიის დამადასტურებელი ფაქტები. ⚠️სამ რეალურ ისტორიას შემოგთავაზებთ სადაც საზღვარგარეთ სრულიად არასწორი დიაგნოზი დაისვა და ესეთი ფაქტები არც ისე ცოტაა⚠️:

ორი მათგანი "იდენტურია". ოღონდ სწორი დიაგნოზი ჩვენ დავუსვით და იქ , საზღვარგარეთ, სადაც დადიან ჩვენი პაციენტები ვერ გაერვიენ.
ხდება ხოლმე...

ერთი პაციენტი ჩვენი კოლეგაა.. ნაყოფის მოშორებას და აეასაჭირო ოპერაციას გადარჩა თუმცა ზუსტად ეს უთხრეს იქ ( საბუთი არის)

პირცელ ბიჭს აეასწორი დიაგნოზი გერმანიაში დაუსვეს. კიდე ერთ გმირს კიბო უთხრეს მეზობლად და ჩვენ ვთქვით რომ არაა მანდ სიმსივნე. 10 წელი გავიდა მის მერე.

და ესეთი ისტორიები ათობითაა. დოკუმენტალურად დამტკიცებული როგორც ეს სამი.

‼️მე არ ვამბობ რომ საქართველოში პრობლემები არ არის. ვამბობ იმას რომ აქაც ბევრი კარგი სპეციალისტია. ვამბობ იმას რომ სიუჟეტი ტენდენციურია და ჩემთვის პირადად შეურაწმყოფელი იქიდან გამომდინარე რომ ყოველდღე ღიად და გამჭირვალედ ვმუშაობ"‼️

------------

საზოგადოების ნაწილში აქტიურად მუსირებს ის აზრი ,რომ ონკოლოგიის მიმართულებაში ჩვენთან ყველაფერი ცუდია და საზღვარგარეთ ყველაფერი სწორია, კარგია და სარწმუნო.

თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს რომ ჩვენ ძალიან ხშირად მოგვმართავენ ისეთი პაციენტები ვისაც საქართველოს საზღვრებს გარეთ
სხვა და სხვა ქვეყანაში და კლინიკაში მცდარი დიაგნოზი დაუსვეს, არასწორად უმკურნალეს, ზოგჯერ აშკარად მოატყუეს და ბოროტულად ისარგებლეს მათი ნდობით

ამ ვიდეოში 3 კონკრეტული და დასაბუთებული ისტორიაა. სამი ახალგაზრდა პაციენტის.

მე შემოგთავაზებთ დოკუმენტაციით დამკიცებულ საპირისპირო მაგალითებს როცა პოტენციურად საბედისწერო შეცდომები საზღვარგარეთის კლინიკებში იყო დაშვებული და სრორი დიაგნოზი, მართვა და მკურნალობა საქართველოში დაიგეგმა და განხორიელდა.

ასეთი მაგალითები არც ისე იშვიათია და ჩემი კოლეგებიც დამერწმუნებიან ამაში. თუმცა ჩვენთან ესეთ შემთხვევებზე ნაკლებად ლაპარაკობენ.

უშუალოდ ეს პაციენტი ვიზეც ყვებიან ჩემთან არ ყოფილა მაგრამ ამ ამბის მოწოდების ფორმა არასარწმუნოა და სცილდება ობიექტურობის კრიტერიუმებს.

თუმცა სულ რომ სიმართლე იყოს, ეს სიუჟეტი ტენდეციურია, და წარმოაგგენს კლასიკური "ფრეიმინგის" მაგალითს რაც გულისხმობს ახალი ამბის შეგნებულ კონსტრუირებას იმ ჭრილში რომ აუდიტორიაში ჩამოყალიბდეს ავტორებისათვის სასურველი აზრი.

რეაგირება გადავწყვიტე, იმიტომ რომ ქართველი ექიმების ლანძღვა და მათზე არაგადამოწმებული ინფორმაციის გაზიარება სამწუხაროდ ძალიან ჩვევულებრივი და ტრენდული ამბავი გახდა რაც არასწორია.

ნამდვილად ბევრ შემთხვევაში ჩვენს პაციენტებს სხვა ქვეყნებში კვალიფიცირებულად ეხმარებიან რაც მისასალმებელია. მარგამ ჩვენც ვეხმარებით და ყველაფერს ვცდილობთ რომ პაციენტებმა მიიღონ შესაბამისი დაკვალიანება და მკურნალობა ქვეყნიდან გამოუსვლელად.

საპასუხოდ მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე რეალური და დოკუმენტაციით დომტკიცებული ისტორია . ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი მყავს მე, ალბათ თვეში რამდენიმე ესეთ პაციენტს კონსულტაციას ვუწევ.

არ ვუარყობ საქართველოში არსებულ პრობლემებს და საზოგადოებაზე მეტი მე ვარ ჩახედული ამ ყველაფერში ბუნებრივია. არ ვასახელებ ქვეყნებს და კონკრეტულ კლინიკებს.

უბრალოდ ვამბობ რომ სამწუხაროდ საზღვარგარეთ არასათანადოდ ნამართის და ზოგჯერ მოტყუებული ჩვენი მოქალაქეების მაგალითებიც არსებობს და ესეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია.

21/01/2026

ამ ეპიზოდში ბოლოს მკითხეს «რას გრძნობთ ესეთი ოპერაციების მერე?»

ინტერვიუში უფრო დახვეწილი პასუხი ჩასვეს. სინამდვილეში ერთის მხრივ რა თქმა უნდა მიხარია. მეორეს მხრივ ემოციურად ძალიან დამღლელია. ორ კვირიანი მომზადება, განხილვები, ყველა წვრილმანის დეტალური გავლა, დიდი პასუხისმგებლობა, 9 საათიანი ოპერაცია რომლის დროს ერთ მომენტში ძალიან გაგვიჭირდა იმიტომ რომ კრიტიკულ ზღვარზე ვიმყოფებოდით.. სრული შინაგანი სიცარიელე ოპერაციის შემდგომ. გონებაში ყველაფრის ხელახლა გადახარშვა. ყოველდღიურად ანალიზების მოლოდინი. მუდმივი ფიქრები - «არაფერი გამოგვეპაროს», «ნეტა მის ორგანიზმს ეყოს ამ ყველაფრის გადატანის უნარი»...
უამრავი ადამაინის შრომაა ჩადებული ამ პაციენტოს გადასარჩენად. ათობით ჩემი კოლეგის მოტივაციისა და თავდადების შედეგია

გამარჯვებით რომ დამთავდება ესეთი რთული ან სხვა ნებისმიერი პაციებტის ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი. შემდეგ ყველაზე მძიმე მომენტი დგება, მახსენდება ის შემთხვევები როცა დახმარება ვერ შევძელით.

გამარჯვება, გამოჯამრთელება, გართულება და მარცხი - ქირურგიის შემადგენელი ნაწილებია. ონკოქირურგიაში ყოველთვის გამარჯვებული ვერ გამოხვალ. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო სამეცნიერო სტატისტიკა, არ არსებობს კლინიკა ან ქვეყანა სადაც ყველას შველიან და გართულებები არ არის.
რას ვგრძნობ ეხლა და იმას რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, შევძელით ძალიან რთულ სიტუაციაში ადამიანისათვის დახმარება. მეტი შეგვიძლია თუმცა ხელშეწყობაც გვჭირდება.

ჩვენი ონკოქირურგიული გუნდის კომპეტენციის პათოლოგიებია:

- მსხვილი ნაწლავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები ( კოლინჯის და სწორი ნაწლავის სიმსივნეები)

- კუჭისა და საყლაპავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
ღვიძლის , სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები

- პანკრეასის ( კუჭქვეშა ჯირკვლის) კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და ავთვისებიანი სიმსივნეები

- თირკმლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და ავთვისებიანი სიმსივნეები

- ფილტვის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და ავთვისებიანი სიმსივნეები

- მუცლის ღრუს არაორგანული სიმსივნეები



კონსულტაციაზე ჩაწერა +995557700936

04/12/2025

მომდევნო წლების ტენდენცია ესეთია: უფრო გაფართოვდება იმუნოთერაპიის როლი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში. განსაკუთრებით მე3 და მე4 სტადიების დროს.

ახლა იმუნოთერაპია გახდა საკვანძო ფილტვის კიბოს, კუჭის კიბოს , მელანომის, თირკმლის კიბოს მკკურნალობაში

პრეპარატები ძვირიღირს. მკურნალობა ხანგრძლივი


https://www.facebook.com/share/v/1Ph6q8wVos/?mibextid=wwXIfr

16/11/2024

‼️ უიმედო ადამიანის გადარჩენის და ახალი ცხოვრების დაწყების ისტორია

ეს ისტორია შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც შანსი აღმოჩნდა მაშინ, როცა ახალგაზრდა პაციენტი "განწირულად" ჩაითვალა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის კლინიკებში, სადაც ჩვენი ქართველი პაციენტებიც მკურნალობენ.

➡️ ონკოლოგიური დიაგნოზი ბევრი ადამიანისათვის შოკისმომგვრელია. კონსულტაციაზე მოსული პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ დაბნეულები არიან. ხშირად მესმის მათგან სიტყვები: „დაბნეულები ვართ, არ ვიცით რა ვქნათ“, „სწორ გზას ვეძებთ“, „არ ვიცით, ვის დავუჯეროთ“, „საზღვარგარეთ ხომ არ წავიდეთ?“.

➡️ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაფრის ნათლად და გასაგებად ახსნა. მდგიმარეობა განვმარტოთ ისე, რომ პაციენტს და მის ახლობლებს ჰქონდეთ სწორი მიმართულება და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ სწორი გზა აქვთ არჩეული სამკურნალოდ. ეს ნამდვილად რთული და შრომატევადი პროცესია.

➡️თუ თქვენ ეხლახანს დაგიდგინდათ ონკოლოგიური დიაგნოზი იმ სპეციალიზაციის გარგლებში რომელშიც მე ვმუშაობ და გჭირდებათ გამჭირვალე, გასაგები ახსნა, ყველა შეკითხვაზე პასუხი და ოპტიმალური გზის არჩევაში დახმარება, ეს შემოთავაზება თქვენთვისაა.

✅ჩვევულებრივ კონსულტაციებთან პარალელურად , მე დავნერგე ონლაინ-კონსულტაციის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება იგი, მიიღოს საჭირო დაკვალიანება.

✅ონლაინ-კონსულტაციის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ ერთ სივრცეში და დეტალურად განვიხილოთ ყველა საკითხი. კონსულტაცია ჩაიწერება და გადმოგეგზავნებათ, რათა გქონდეთ შესაძლებლობა დაუბრუნდეთ ჩანაწერს, განმეორებით მოისმინოთ და გაიაზროთ ყველა დეტალი. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს სრულ გამჭირვალობას და ღიაობას. კონსულტაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ამომწურავ ინფირმაციას არ მიიღებთ თქვენი დიაგნოზის შესახებ. როგორც წესი, კონსულტაცია ამ ფორმატში გრძელდება 1-1.5 საათი, რაც საკმარისი დროა იმისათვის, რომ ყველა შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

✅პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ფორმატი ძალიან ეფექტურია.

⚠️⚠️⚠️ სანამ დარეგისტრირფებით გაეცანით ყველაზე ხშირ შეკითხვებს რომელსაც მისვავენ.

🔘როდის შეგვიძლია დავეხმაროთ ხარისხიანი საკონსულტაციო დახმარებით?

ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს ონკოლოგიურ დაავადებებზე, რომლებსაც მე 20 წელზე მეტია ვმკურნალობ:

• მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალური) სიმსივნეები
• კუჭის და საყლაპავის სიმსივნეები
• ფილტვის და შუასაყრის სიმსივნეები
• თირკმლისა და რეტროპერიტონეური სივრცის სიმსივნეები
• ღვიძლის და სანაღვლე გზების სიმსივნეები
• კუჭქვეშა ჯირკვლის ( პანკრეასის) სიმსივნეები
• საკვერცხის სიმსივნეები

🔘ვისთვის იქნება საკონსულტაციო დახმარება ეფექტური?

თუ ახლახან დაგიდგინდათ ზემოაღნიშნულ ონკოლოგიურ დაავადებებიდან რომელიმე დიაგნოზი ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ამ დაავადებების გამო.

🔘როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ნებისმიერი სახის კონსულტაციაზე ?

1) ☎️ დარეკეთ - 5 57 70 09 36

2) 💾 რეგისტრაციისთვის ყველაზე ოპტიმალური გზა კითხვარის შევსებაა.

ამისთვის დააჭირეთ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1KLGM0lX82TBA3i0QPiX9Wa-eApf7c1E3WkzQeBwKInA/viewform?edit_requested=true&fbclid=IwY2xjawGlQ2BleHRuA2FlbQIxMAABHWJYa_VSgAB0MWy380Oh9ieM9fS1yLV5MEjzqiOPAkHswhzhgA7MwIfg2w_aem_dOWuMrMI_Qg7KW2R_WctIA

ჯანმრთელობას გისუვრებთ

06/11/2024

⚠️10 საკვანძო რამ რაც უნდა იცოდეთ, როცა დადგინდება ონკოლოგიური დაავადება. თუ ახლახანს დაგიდგინდათ მუცლის ღრუს და გულმკერდის ორგანოების ონკოლოგიური პრობლემა წაიკითხეთ ბოლომდე.

1) ონკოლოგიური პაციენტის მენეჯმენტი მოიცავს 4 ეტაპს - ადეკვატურ დიაგნოსტიკას ; ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის დასახვას და შერჩევას ; მკურნალობის პროცესს; ცხორებას მკურნალობის შემდგომ.

2) ადეკვატური დიაგნოსტიკა არის საწყისი და ფუნდამენტური ეტაპი ონკოლოგიური პაციენტის მართვისათვის, რომელიც განაპირობებს ყველა მომდევნო გადაწყვეტილებას. ყველა ონკოლოგიური დაავადების დროს არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები, რომლებიც ასახავენ საუკეთესო დიაგნოსტიკურ სტრატეგიას. დიაგნოსტიკის ეტაპს აქვს 2 ძირითადი ამოცანა - 1) დიაგნოზი დამტკიცდეს 2) დეტალურად იქნას შეფასებული ონკოლოგიური დაავადების გავრცელება. შესწავლილი უნდა იყოს სიმსივნის ადგილობრივი გავრცელება, მიმდებარე ლიმფური კვანძები და ასევე სხვადასხვა ორგანოები სადაც შესაძლებელია იყოს შორეული მეტასტაზები. საბოლოო მიზანი არის ონკოლოგიური დაავადების წინასწარი ( კლინიკური ) სტადიის დადგენა.

3) ბიოფსიის აღება არ არის საშიში და წარმოადგენს აუცილებლობას უმეტეს შემთხვევაში. თუმცა ზოგჯერ დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ბიოფსიის გარეშე, მაგალითად თირკმლის კიბოს დროს ან სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების დროს, რეტროპერიტონეალური სიმსივნის დროს როცა სიმსივნე ექვემდებარება ამოკვეთას. თუმცა ამოკვეთის მერე სიმსივნე მაინც გაიგზავნება «დასათესად» ანუ მორფოლოგიური კვლევისათვის

4) როცა მასალა იქნება აღებული დაზიანებული ორგანოდან იგი თავსდება სპეციალურ ხსნარში და იგზავნება მორფოლოგიურ ლაბორატორიაში. პასუხს რამდენიმე დღე დასჭირდება, იმიტომ რომ პრეპარატის დამზადებას დრო და სპეციალური შეღებვა უნდა. მორფოლოგიური დიაგნოზი ( ,,დათესვის შედეგად“) ისმევა მიკროსკოპის ქვეშ. დიაგნოზს სვამს ექიმი - მორფოლოგი. როგორც წესი პასუხს 5-7 სამუშაო დღე სჭირდება.

5) იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა გახლავთ უფრო სიღრმესეული მორფოლოგიური კვლევა. იგი გამოიყენება დიაგნოზის დაზუსტებისათვის. ამ კვლევისთვის გამოიყენება სპეციალური რეაგენტები ( ბიოლოგიური ნივთიერებები). იმუნოჰისტოქიმიური კვლევა გამოიყენება მორფოლოგიური დიაგნოზის დაზუსტებისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ პაციენტები ბჭობენ თუ რამდენად საჭიროა ეს გამოკვლევა მათთვის. ძალიან ხშირად ნამდვილად საჭიროა, ამიტომ არ თქვათ ამაზე უარი თუ ონკოლოგები მოგიწოდებენ ამის გაკეთებას. ეს თქვენს ინტერესებში შედის და საკვანძოა თქვენი მომდებნო სამკურნალო გეგმის შერჩევისათვის.

6) მოლეკულურ გენეტიკური კვლევა გახლავთ კიდევ უფრო სიღრმისეული კვლევა იმისათვის რომ დაინიშნოს ე.წ „ჭკვიანი წამლები“ , იმუნუნოთერაპია ან ქიმიოთერაპია. ამ კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია ბევრი ონკოლოგიური დაავადების დროს.

7) «რომელი უფრო ზუსტია კტ ( CT) , მრტ ( MRI), პეტ-კტ ( PET-CT), ან რომელი სხვა?» - ერთერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა პაციენტების და მათი ახლობლების მხრიდან. სინამდვილეში ერთი და ყველაზე ზუსტი დიაგნოსტიკური მეთოდი არ არსებოს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მეთოდი იარსებებდა. ყველა დიაგნოსტიკურ მეთოდს აქვს თავისი დიდი უპირატესობები და ასევე გარკვეული ლიმიტაციები. მაგალითად ყველა არსებულ მეთოდს უჭირს 1-2-3-4-5 მილიმეტრიანი, რეალურად 1 სანტიმეტრამდე ზომის წარმონაქმნების ზუსტი დიაგნოსტირება. ონკოლოგიური პაციენტის ორგანიზმში ასევე შესაძლებებლია ძალიან პატარა , უჯრედის ხელა მიკრომეტატსტაზების არსებობა. ამ მიკროსკოპიულ უჯრედებს მიკრომეტასტაზებს უწოდებენ. თანამედროვე რადილოლოგიურ გამოკვლევებზე ისინი ვერ გამოჩნდება. შესაბამისად ონკოლოგიური პაციენტის ორგანიზმში შესაძლოა არსებობდეს ხილული დაავადება ( რომელიც ჩანს) და უხილავი სიმსივნური დაავადება ( მიკრომეტასტაზები სისხლში, ლიმფაში და ორგანოებში რომლებიც არ ჩანს)

8)) ზოგ შემთხვევაში საკმარისია ერთი რადიოლოგიური გამოკვლევა, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია . მაგრამ გაცილებით უფრო ხშირად მასთან ერთად საჭიროს MRI-ც და PET-CT-ც. ონკოლოგიური დაავადება შესაძლოა მთელს ორგანიზმში გავრცელდეს. ამიტომ ონკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებებლია არამარტო დაზიანებული ორგანოს, არამედ პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის შესწავლა რათა არაფერი გამოგვრჩეს და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

9) მთელი დიაგნოსტიკური ინფორმაცია ერთიანად უნდა შეგროვდეს და შეფასდეს. არსებული დიაგნოსტიკური მეთოდების გააზრებული გამოყენება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევაფასოთ დაავადებას მთლიანობაში, ანუ შევხედოთ ონკოლოგიურ პროცესს სხვადასხვა კუთხიდან.

10) საკვანძოა იცოდეთ რომ არანაირი ლაპარაკი მკურნალობაზე, არანაირი დაკვალიანება , არანაირი ლაპარაკი პოტენციურ შედეგებზე უსაფუძვლოა სანამ არ მორჩება დიაგნოსტიკური ეტაპი სრულიად. ნაადრევი დაკვალიანება ძალიან ხშირად შეცდომების, გაურკვევობის და ე.წ. დაბნეულობის საწინდარია.

ოქროს წესი არის ესეთი - ჯერ სათანადო გამოკვლევები, და მხოლოდ მერე მკურნალობის დაგეგმარება.

11) სათანადო დიაგნოსტიკის მერე დგება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - ონკოლოგიური პაციენტის ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის შერჩევა.

თანამედროვე ონკოლოგიაში სამკურნალო სტარტეგია დაფუძნებულია სამ ძირითად საწინდარზე:

- თანამედროვე გაიდლაინები და საერთაშორისო რეკომენდაციები. ისინი შედგენილია დიდი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე და აღიარებულია მთელს მსოფლიოში. შესაბამისად ეს გაიგლაინები წარმოადგენენ თქვენი ონკოლოგოიური დაავადების მკურნალობის ოპტიმალურ გზას. პირდაპირ კითხეთ თქვენს ექიმს რა გაიდლაინის მიხედვით იგეგმება თქვენი მკურნალობა. თუ თქვენი ექიმი აღიარებს და სარგებლობს საერთაშორისო გაიდლაინებით და კონსულტაციის დროს გაჩვენებთ ამ გაიგლაინს - ეს ძალიან კარგი ნიშანია რომ ენდოთ

- პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ იგულისხმება ისეთი მონაცემები როგორც ასაკი, თანმხლები დაავადებები, სიმსივნური დაავადებით გამოწვეული პრობლემები და სხვა. უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით შესაძლებებლია და სრულიად ხორციელდება. თუმცა არც ისე იშვიათია შემთხვევები როცა ობიექტური მიზეზების გამო გაიდლაინების მიხედვით მკურნალობა შესაძლოა ვერ განხორციელდეს დასახული გეგმით და პაციენტს დასჭირდეს გარკვეული ცვლილებები. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა იყოს თქვენთვის ახსნილი და შესაბამისი განმარტებები გაცემული. ონკოლოგების გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ რეკომენდირებული საერთაშორისო მკურნალობა სრულიად შესრულდეს, თუმცა ამავე დროს უნდა იყოს დაცული პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად.

—————————————————————————————

☑️ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ მიჩვენა რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ონკოლოგიური პაციენტის მართვაში არის პირველადი დაკვალიანება.

☑️პაციენტისათვის თავიდანვე სიღრმესეულად არის ასახსნელი თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და ხშირად ერთი და ორი კონსულტაციაც კი არ არის საკმარისი.

☑️სიტუაციას ზოგაგდად ართულებს ის ფაქტი რომ ხშირად პაციენტები ისმენენ სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს, აწყდებიან ბევრ მარკეტინგულ წინანდადებას და უჭირთ რომ განასხვავონ სიმართლე და რეალობა, არარეალისტური და ხშირად სრულიად არაკვალიფიცირებული დაკვალიანებისაგან.

☑️ასევე ხშირად კონსულტაციაზე მოსული ადამიანები ისეთ სტრესში იმყოფებიან რომ საკმაოდ ხშირად მათ უჭირთ ერთიაბად ინფორმაციის გადამუშავება,

✅⚠️პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხარისხის ასანაღლებლად და იმისათვის რომ მათი სწორი ინფორმირების ხარისხი გაცილებით გაიზარდოს მე დავნერგე ონლაინ- კონსულტაციები

რა უპირატესობებს ვხედავ?

1) კონსულტაციას შესაძლოა დაესწროს ადამიანების შეუზღუდავი რაოდებობა. მათშორის ისინი ვინც იმყოფება საძღვარგარეთ ან სხვა და სხვა ქალაქებში. შესაბამისად პაციენტს ან მის ახლობლებს არ მოუწევს სიტუაციის მოყოლა და გადაცემა სხვა ადამიანებისათვის. გაცილებით შემცირდება ინფორმაციის არასწორი ინტეპრეტირების ალბათობა.

2) თუ თქვენ იმყოფებით თბილისიდან შორს და რეალურად ერთი დღე უნდა დახარჯოთ მგზავრობაში ონლაინ კონსულტაცია შესაძლოა იყოს დროის ეკონომიის და ეფექტიანობის თვალსაზრისით ძალიან ეფექტური

3) კონსულტაცია სრულიად გამჭირვალეა და იწერება. თქვენ დაგრჩებათ ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად ეს დოკუმენტიც არის და ასევე თუ რაიმე ვერ გაიგეთ პირველი ჯერიდან შეგიძლიათ ისევ დაუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ მოუსმინოთ.

4) რეალურ ცხოვრებაში ერთი კონსულტაციით საქმე როგორც წესი არ შემოიფარგლება. მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება გამოკველევების გავლის შედეგად. შესაბამისად მე ვეცდები ვუზრუნველყო დახმარება მანამ სანამ თქვენ ეს გჭირდებათ

5) საჭიროების მიხედვით შესაძლებელია სხვა სპეციალისტების ჩართვაც, რომლის აზრი თქვენ გაინტესებთ

6) შედეგად თქვენ მიიღებთ ყველა თქვენ შეკითხვაზე პასუხს, რომელიც იქნება მორგებული პაციენტის ინდივიდუალურ სიტუაციაზე

7) კონსულტაციები ჩატარდება, თქვენთვის ხელმისაწვდომ დროს.

რეგისტრაცია ტელეფონით - 557700936

ან შეავსეთ კითხვარი და ჩვენ დაგიკავშირდებით-

https://docs.google.com/forms/d/1KLGM0lX82TBA3i0QPiX9Wa-eApf7c1E3WkzQeBwKInA/viewform?edit_requested=true

05/11/2024

⚠️7 რამ რაც უნდა იცოდეთ მაშინ , როდესაც პირველად აღმოჩნდით ონკოლოგიური დაავადების წინაშე. პოსტი არის იმ ადამიანებისათვის რომლებსაც სჭირდებათ დაკვალიანება და დეტალური გარკვევა თავიათ ონკოდაავადებაში, ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღება

1) არანაირი დაკვალიანება და რეკომენდაციების მიცემა თქვენს მკურნალობაზე არ შეიძლება მაშინ , როდესაც პაციენტი არ არის სათანადოდ გამოკვლეული ონკოლოგიური თვალსაზრისით. გაითვალისწინეთ რომ ჯერ სათანადო დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს და მხოლოდ შემდგომ უნდა მოხდეს ინდივიდუალურად სამკურნალო სტრატეგიის შერჩევა.
თითოეულ ონკოლოგიურ დაავადების დიაგნოსტიკაში არსებობს ძირითადი და დამატებითი კვლევითი მეთოდები , დიაგნოსტიკური ალგორითმი უნდა ეყრდნობოდეს საერთაშორისო რეკომენდაციებს. ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკის მთავარი ამოცანა არის რომ გავერკვიოთ ყველა დეტალში , რომელზეც იქნება დამყარებული მომავალი სამკურნალო სტრატეგია.

2) გამოკვლევებს დრო სჭირდება. როგორც წესი დაახლოებით 1-2 კვირა. სანამ თქვენ იმყოფებით გამოკვლევის პროცესში თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაციები სპეციალისტებთან. სცადეთ რომ მაქსიმალურად მომზადებულები იყოთ ამისთვის. ეცადეთ რომ შეისწავლოთ ინფორმაცია სავარაუდო დაავადებაზე სანდო წყაროებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ შეისწავლოთ დაავადების შესახებ ინფორმაცია და შემდგომ გააკეთოთ არჩევანი , რომელ სპეციალისტს ენდოთ.

იხილეთ რეკომენდაციები ონკოლოიგური პაციენტებისთვის , რომლებიც არის ევროპელი და ამერიკელი ონკოლოგების მიერ შედგენილი იმისთვის რომ გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა და იყოთ უფრო მომზადებული კონსულტაციებისთვის:

ამერიკული ონკოლოტა ასოციაციის გაიგლაინები პაციენტებისათვის - https://www.nccn.org/patientresources/patient-resources/guidelines-for-patients

ამერიკული ონკოლოტა ასოციაციის გაიგლაინები პაციენტებისათვის -
https://www.esmo.org/for-patients/patient-guides

3) ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა მთელს მსოფლიოში დაფუძნებულია ორ ძირითად პრინციპზე:

პირველი - საერთაშორისო გაიდლაინები. ეს გახლავთ რეკომენდაციები , რომლებიც შედგენილია სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. გაიდლაინებში ასახულია თქვენი დაავადების ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის გზა. ამ რეკომენდაციებს იზიარებს ყველა თანამედროვე ექიმი, რომლებიც ჩართულნი არიან ონკოპაციენტების მკურნალობაში.

მეორე - პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები. ეს გახლავთ: ასაკი, თანხმლები დაავადებები, სიმსივნით გამოწვეული გართულებები, პაციენტის პრიორიტეტები და სხვა.

შესაბამისად ონკოლოგიური პაციენტის სამკურნალო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო რეკომენდაციებსა და პაციენტის ინდივიდუალურ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა მკურნალობის ალგორითმში მოხდეს ცვლილებები. იკითხეთ რა რეკომენდაციების მიხედვით იგეგმება თქვენი მკურნალობა. ეს ინფორმაცია ამყარებს სანდოობის შეგრძნებას, ყველა თანამედროვე ონკოლოგი აღიარებს საერთაშორისო გაიდლაინებს და თუ თქვენი მკურნალობა იგეგმება ამ რეკომენდაციების მიხედვით ეს კარგის ნიშანია.

4) სათანადო მკურნალობის გავლა საქართველოს ფარგლებში უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა სად ჩაიტარებთ მკურნალობას ეს უკვე თქვენი არჩევანია. იმისათვის, რომ კარგად გაერკვიოთ ყველაფერში და თქვენი გადაწყვეტილებები მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა. ყველაფრის გარკვევისათვის დრო და ობიექტური ინფორმაცია არის საჭირო. გახსოვდეთ რომ ნებისმიერი ონკოპაციენტის დაავადება და პროგნოზი ყოველთვის ძალიან ინდივიდუალურია და წინასაწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

5) ეცადეთ რომ გაიაზროთ ბალანსი მედიცინის რეალურ შესაძლებლობებსა და თქვენს მოლოდინებს შორის. სცადეთ რომ სწორად განასხვაოთ სიმარათლე ცრუ დაპირებებისაგან.ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ რთული და ხშირად ხანგრძლივი პროცესია.
მედიცინა ვითარდება და დღითიდღე ჩნდება ახალი სამკურნალო საშუალებები, თუმცა ძალიან ბევრი პრობლემა ონკოლოგიაში ჯერ გადაწყვეტილი არ არის , ამიტომ ბევრი პაციენტის მკურნალობა დიდ გამოწვევად რჩება მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გვიანი სტადიის პაციენტების.
აგრეთვე არსებობს სტატისტიკა, რომელშიც ასახულია ყველა ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის საერთაშორისო შედეგები, ეს არის ყველაზე ობიექტური მონაცემები, სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დეტალურად გაიაროთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან. გახსოვდეთ, რომ სტატისტიკური მონაცემები ზოგადია და არავის არ შეუძლია წინასწარ იცოდეს თქვენი მკურნალობის ინდივიდუალური რეზულტატი(თუ რათქმაუნდა არ არის წინასწარმეტყველი ან არ აქვს კოსმოსთან განსაკუთრებული კავშირი). შესაბამისად ნებისმიერი ლაპარაკი ,,გარანტიებზე“ სრულიად უსაფუძვლოა.

6) ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების დროს გამოჯენმრთელების ალბათობა დამოკიდებულია:

- სიმსივნის ბიოლოგიურ თვისებებზე, მის მუტაციებზე რომლებიც განაპირობენ ინდივიდუალურ აგრესიულობას, დაავადების სტადიაზე და სიმსივნის გავრცელებაზე.

- პაცინეტის სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის სიძლიერეზე და შეძლებს თუ არა პაციენტის ინდივიდუალური იმუნიტეტი შეაჩეროს დაავადების გავრცელება

- პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე და იმაზე თუ რამდენად დროულად მიმართავს ექიმს. სამწუხაროდ პაციენტთა უმეტესობა მოდის უკვე დასუსტებულ მდგომარეობაში და გართულებების ფონზე.

- მკურნალობის ხარისხზე და ექიმების კომპეტენციაზე.

ონკოლოგიური პაციენტის უშუალო და ასევე შორეული პროგნოზი არ არის მარტო ექიმების მზაობაზე და პროფესიონალიზმზე დამოკიდებული. ეს რეალობაა. მედიცინას გაცილებით უფრო მეტი შეუძლია ვიდრე 10,20,30 და 50 წლის წინ შეეძლო, თუმცა კიბოზე ბევრი რამ შეუსწავლელი რჩება. ონკოდაავადებების უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე მედიცინას ბევრი რამ შეუძლია. თუმცა არსებული მკურნალობა მსოფლიო მასშტაბით, ვერ გვაძლევს იმის საშუალებას რომ განვკურნოთ აბსოლუტურად ყველა პაციენტი. რაც უფრო ადრე მოგვმართავს პაციენტი მით უფრო მეტი შანსია რომ მივაღწიოთ კარგ შედეგებს.

7) ონკოლოგიური დაავადება ბევრს განაჩენი ჰგონია. ეს ნამდვილად ასე იყო წინა საუკუნეებში , როდესაც ეს საყოველთაო აზრი ჩამოყალიბდა. დიახ, ეს მართლა რთული და ვერაგი დაავადებაა, თუმცა საბედნიეროდ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი პაციენტია, ვინც გამოიარა ეს რთული გამოწვევა და ბედნიერად და გამარჯვებულად ცხოვრობს. კიბო და სიმსივნე - შოკის მომგვრელი სიტყვებია, მაგრამ წინასწარ ნუ ,,დაყრით ფარხმალ“. ეცადეთ რომ მოიძიოთ ექიმები, ვისაც ენდობით. დააფასეთ ექიმების გამჭირვალობა და ღიაობა და აერიდეთ ტყუილ დაპირებებს. თქევნ და თქვენი ექიმები - ერთი გუნდი უნდა იყოთ და ერთ «ნავში» მოგიწევთ ყოფნა. ჩათვალეთ რომ თქვენ თანამშრომლები ხართ და ერთი მიზანი გაქვთ.


☑️ყველაზე ხშირად პაციენტები მთხოვენ რომ მე დავეხმარო მათ სწორი გზის არჩევაში. პაციენტები და მათი ახლობლები ხშირად მიზიარებენ , რომ მათ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია და აქვთ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები და ეძებენ ამ შეკითხვებზე გასაგებ პასუხებს.

☑️თუ თქვენ ეხლახანს დაგიდგინდათ ონკოლოგიური დაავადება და გჭირდებათ გამჭირვალე და თქვენთვის გასაგები დაკვალიანება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე რაც მთავარია ითვალისწინებს თქვენს ინდივიდუალურ სიტუაციას თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ კონსულტაციისათვის, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს ონლაინ ფორმატში.

✅ამ კონსულტაციის უპირატესობები შემდეგია:

1) კაბინეტში ჩატარებული კონსულტაცია იტევს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, შემდგომ მათ უწევთ ახლობლებთან მოსმენილი ინფორმაციის გაზიარება.

ონლაინ ფორმატით დამსწრე ადამიანების რაოდენობა შეუზღუდავია. კონსულტაციას შესაძლოა დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათშორის ისინი ვინც საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში იმყოფებიან. შესაბამისად ყველა ვინც თქვენ გჭირდებათ და ვისაც ენდობით შესაძლოა შეგროვდეს ერთ სივრცეში და ყველამ ერთად დასვათ ნებისმიერი შეკითხვა.

2) სამედიცინო ინფორმაცია რთული აღსაქმელია ხოლმე. მითუმეტეს როცა საქმე ეხება ონკოლოგიურ დაავადებას. დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დადგენილია რომ ონკოლოგებთან კონსულტაციების დროს პაციენტებს ხშირად უჭირთ რეალური სურათის შექმნა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს ემატება მაღალი ემოციური ფონი.

ონლაინ - კონსულტაცია იწერება და ეს ინფორმაცია სულ გექნებათ. თუ დაგჭირდათ თქვენ ყოველთვს შეგიძლიათ თავიდან მოუსმინოთ და დაუბრუნდეთ ჩანაწერს.

3) ონკოლოგიური პაციენტები და მათი ახლობლები, როგორც წესი იმყოფებიან დიდი ინფორმაციული წნეხის ქვეშ. ისინი ისმენენ ბევრ აზრს, კითხულობენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას,საკმაოდ ხშირად იგებენ განსხვავებულ დაკვალიანებებს ექიმებისაგან. მათ ხშირად უჭირთ განასხვაონ სწორი და არასწორი რეკომენდაციები, რაც ბუნებრივია. სამწუხაროდ, ასევე შესაძლოა გაიგონ არარეალური დაპირებები და მომხიბლავი მარკეტინგული შეთავაზებები.

ჩემი აზრით პაციენტებს და მათ ახლობლებს სჭირდებათ გამჭირვალეობა და სანდო ინფორმაცია ,რის საუძველზე შემდგომში თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ონლაინ-კონსულტაცია იწერება და შესაბამისად სრულიად ღია და გამჭირვალეა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დგახართ გადაწყვეტილების მიღების წინ და გჭირდებათ დეტალური გარკვევა თქვენს დიაგნოზში, მკურნალობის სტრატეგიაში, გაინტერესებთ პოტენციური შედეგები, გინდათ სიღრმესეულად ჩაწვდეთ იმაში თუ რა არის შესაძლებელი გაკეთდეს თქვენს ინდივიდუალურ სიტუაციაში , ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე:

📞 557 700 936

🗓️ ან შეავსეთ კითხვარი:

https://docs.google.com/forms/d/1KLGM0lX82TBA3i0QPiX9Wa-eApf7c1E3WkzQeBwKInA/viewform?edit_requested=true

ყურადღება! გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ჩემთან კონსულტაცია ყველაზე მეტად მიზანშეწოლინია , მაშინ როცა მკურნალობა ჯერ არ არის დაწყებული და თქვენ სწორ გზას ეძებთ.

როდესაც შეკითხვები გაქვთ უშუალოდ ონკოქირურგიულ საკითხებზე.

როდესაც თქვენ გჭირდებათ სამეცნიერო კვლევების და საერთაშორისო ონკოლოგიური სტანდარტების მიხედვით დაკვალიანება, თქვენი ინდივიდუალური სიტუაციის გათვალისწინებით.

ჩემი კომპეტენციის პათოლოგიებია:

- მსხვილი ნაწლავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები ( კოლინჯის და სწორი ნაწლავის სიმსივნეები)

- კუჭისა და საყლაპავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
ღვიძლის , სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები

- პანკრეასის ( კუჭქვეშა ჯირკვლის) კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და ავთვისებიანი სიმსივნეები

- თირკმლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და ავთვისებიანი სიმსივნეები

- ფილტვის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და ავთვისებიანი სიმსივნეები

- მუცლის ღრუს არაორგანული სიმსივნეები

05/08/2024

ლაპაროსკოპიული ( ე.წ. "უსისხლო") ოპერაციები კიჭის სიმსივნეების დროს

04/08/2024

ვულოცავ ჩემს კოლეგებს, ამერიკულ ჰოსპიტალში, JCI- ს აკრედიტაციის მიღებას, უმაღლესი ქულებით და შეფასებით.

უშუალოდ ამ აკრედიტაციის მიღება ადასტურებს საერთაშორისო კომისიის აღიარებას, რომ კლინიკაში დაცულია ყველა ის თანამედროვე მოთხოვნა და სტანდარტი, რომელიც არსებობს პაციენტის უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად.

ეს დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგია და მიხარია რომ ამ პროექტის მცირე ნაწილი ვარ.

ჩვენ კი განვახორციელეთ მორიგი ლაპაროსკოპიული ოპერაცია ონკოქირურგიაში. ამჯერად წარმოგიდგენთ პანკრეასის რეზექციას ელენთის შენარჩუნებით

24/07/2024

თირკმლის კიბო სიმსივნური თრომბის გავრცელებით გულის დონემდე. სიმსივნის ამოკვეთა. ძალიან რთული შემთხვევა

წელს ივლისში ზუსტად 4 წელი გავიდა ამ ოპერაციის მერე. ოპერაცია გაკეთდა სასწრაფოდ. სიმსივნე თირკმლიდან ვრცელდებოდა თრომბის სახით გულში. ოპერაცია რომ არ გაგვეკეთებინა, ალბათ 2-3 თვის სიცოცხლეზე იქნებობა ლაპარაკი. სიმსივნე შევიდოდა გულში და ეს უკვე კრიტიკული და სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებაა.

ესეთი ოპერაციები არასდროს არის სტანდარტული და გამოირჩევიან უმაღლესი დონის რისკებით. ანესთეზიოლოგიურ მართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე რომ ესეთი სირთულის ქირურგიული ჩარევა საკმაოდ ტრავმულია და ინტრაოპერაციული ქირურგიული პრობლემების ალბათობა ( სისხლდენა, ფილტვის ართერიის ემბოლია) ძალიან მაღალია.

საბედნიეროთ ამ ოპერაციის შემდგომ უკვე მიღწეულია 4 წელის გასული. პაციენტი კარგადაა

Address

American Hospital Tbilisi, 17 Ushangi Chkheidze Street
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილია გოცაძე ქირურგი-ონკოლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share