სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology

სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology, Health/Medical/ Pharmaceuticals, თამარ მეფის #18, Tbilisi.

დღეს,   18  ივლისს,  მეცნიერების  დამსახურებულ  მოღვაწეს,  მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორს,  პროფესორ  ოთარ   ზენაიშვილს...
18/07/2026

დღეს, 18 ივლისს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ოთარ ზენაიშვილს დაბადებიდან 101 წელი შეუსრულდებოდა. განუზომლად დიდია ბატონი ოთარის ღვაწლი საქართველოში სამედიცინო პარაზიტოლოგიის დარგის განვითარებაში. იგი 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ბატონმა ოთარმა განვლო გზა ორდინატორიდან კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობამდე. ის იყო საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა აკადემიის აკადემიკოსი, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ბატონი ოთარი კლინიკურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი, რამდენიმე მონოგრაფია, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებულია პარაზიტული და ტროპიკული დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის აქტუალურ საკითხებთან. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო გამოცემებში. ბატონი ოთარის მიერ საქართველოში პირველად აღწერილია ადამიანის ზოგიერთი იშვიათი ჰელმინთოზი - ნაწლავის შისტოზომოზი, ლოაოზი, პარაგონიმოზი და მონიეზიოზი. აღსანიშნავია ბატონი ოთარის ნაყოფიერი საქმიანობა მალარიის, ლეიშმანიოზის, ექინოკოკოზის, ფასციოლოზის დიაგნოსტიკის, კონსერვატიული მკურნალობისა და პრევენციის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო და სადოქტორი დისერტაცია, აღზრდილია ექიმ- პარაზიტოლოგთა რამდენიმე თაობა. გამორჩული იყო ბატონი ოთარის პიროვნული თვისებებაც: მაღალი ზნეობა, უდიდესი პროფესიონალიზმი, დახვეწილი იუმორი, თავმდაბლობა და უსაზღვრო სიკეთე. მას დღესაც დიდი სიყვარულით იგონებენ კოლეგები და მადლიერი პაციენტები.

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ-პარაზიტოლოგს, ექიმ- ლაბორანტს, ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელს მარინა ხვედელიანს.  ...
08/07/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ-პარაზიტოლოგს, ექიმ- ლაბორანტს, ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელს მარინა ხვედელიანს. ქალბატონ მარინას აქვს ექიმ- პარაზიტოლოგად მუშაობის 40 წლიანი სტაჟი, ასევე ექიმ- ლაბორანტად მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება. ის 2020 წლიდან წარმატებით ხელმძღვანელობს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიას. ქალბატონი მარინა წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი და სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი ლაბორატორიულ მედიცინაში. 2006 წელს მარინა ხვედელიანი მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების მედლით, ხოლო, 2026 წელს, საქართველოში ადგილობრივი მალარიის ელიმინაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მედლით,
ქალბატონი მარინა გახლავთ ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის ნევრი .
ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 032 2131747, 595541 606

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ-პარაზიტოლოგს, ექიმ- ეპიდემიოლოგს ანა მისკალიშვილს.  ქალბატონ  ანას აქვს ექიმ- პარაზიტოლო...
14/06/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ-პარაზიტოლოგს, ექიმ- ეპიდემიოლოგს ანა მისკალიშვილს. ქალბატონ ანას აქვს ექიმ- პარაზიტოლოგად მუშაობის 41 წლიანი სტაჟი, ასევე ექიმ- ეპიდემიოლოგად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალბატონ ანას ცოდნა და გამოცდილება მალარიის დიაგნოსტიკის და მართვის საკითხებში. ანა მისკალიშვილი ნაყოფიერი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობისათვის დაჯილდოვებულია მადლობის სიგელით და მედლით. ის, მიმდინარე წელს, საქართველოში ადგილობრივი მალარიის ელიმინაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, დაჯილდოვდა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მედლით,.
ქალბატონი ანა გახლავთ ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის ნევრი .

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 032 2131747, 595502180

30-31 მაისს ქ. თბილისში ჩატარდა სასწავლო- სამეცნიერო კონფერენცია: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობები თანამედროვე მ...
02/06/2026

30-31 მაისს ქ. თბილისში ჩატარდა სასწავლო- სამეცნიერო კონფერენცია: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობები თანამედროვე მედიცინაში, სადაც ჩვენი კლინიკის რადიოლოგის, მედიცინის დოქტორის ხათუნა მელიას მიერ წარმატებით იყო წარდგენილი მოხსენება: ფასციოლოზი-თვალით ხილული მიგრაცია ულტრასონოგრაფიაში.

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ-რადიოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ ხათუნა მელიას.   ქალბატონ  ხათუნას აქვს ექიმ- რად...
27/05/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ-რადიოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ ხათუნა მელიას. ქალბატონ ხათუნას აქვს ექიმ- რადიოლოგად მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის 22 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის თანაავტორი. ქალბატონ ხათუნას მიღებული აქვს მონაწილეობა 30- ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა და ტრენინგებში. 2004 წლიდან არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის წევრი. ხათუნა მელია 2003 წლიდან ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის ასოცირებული პროფესორი.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!

კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 032 2131747
მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

25/05/2026
საქართველოს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ   2025 წელს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიანიჭა . ...
17/05/2026

საქართველოს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ 2025 წელს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიანიჭა . ჩვენი ქვეყნისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება მრავალწლიანი, თანმიმდევრული და პროფესიონალური მუშაობის შედეგია, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტმა.

ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მაღალი პროფესიონალიზმისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ინსტიტუტის თანამშრომლები სამახსოვრო მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა მალარიის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, სამეცნიერო კვლევების, პრევენციული ღონისძიებებისა და სპეციალისტთა მომზადების პროცესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინსტიტუტის ძველი თაობის მეცნიერების: ი.თოფურიას, გ.მარუაშვილის, ტ. ბაქრაძის, გ.გუგუშვილის, ლ.ქურციკაშვილის, ზ.ლომთაძის ლ.გამყრელიძის, ო.ზენაიშვილის, შ. სიჭინავას, გ.ჭუბაბრიას უდიდესი ღვაწლი მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოში პარაზიტოლოგიური სკოლის განვითარების საქმეში. სწორედ მათმა მრავალწლიანმა სამეცნიერო და პრაქტიკულმა საქმიანობამ შექმნა ის მყარი საფუძველი, რომელმაც ქვეყანას ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა მისცა.

ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის ისტორიულ მისიას, პროფესიულ ტრადიციებსა და იმ ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც მან საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეიტანა.

📌ექინოკოკოზი პარაზიტული დაავადებაა. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პარაზიტი წარმოქმნის ცისტებს, რომლებიც ყველაზე ...
27/04/2026

📌ექინოკოკოზი პარაზიტული დაავადებაა. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პარაზიტი წარმოქმნის ცისტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ვითარდება ღვიძლსა და ფილტვებში.

❓ როგორ ვრცელდება?
დაავადების წყარო ინფიცირებული ძაღლია. პარაზიტის კვერცხები დიდხანს ძლებს გარემოში: ცხოველის ბეწვზე, ნივთებზე, საკვებზე, წყალსა თუ ნიადაგში.
ადამიანის ორგანიზმში ისინი ხვდებიან:
🔹 დაბინძურებული ხელებით;
🔹 გაურეცხავი ხილითა და ბოსტნეულით;
🔹 დაავადებულ ცხოველთან უშუალო კონტაქტით.

📌 დაავადება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
მიმართეთ ექიმს თუ:
👉 გაქვთ ხანგრძლივი, აუხსნელი ტკივილი მუცლის არეში
👉 გაწუხებთ ქრონიკული ხველა ან სუნთქვის გაძნელება
👉 კონტაქტი გაქვთ ძაღლებთან და გაჩნდა მსგავსი სიმპტომები
👉 შემთხვევით გამოვლინდა ცისტა ულტრაბგერითი ან სხვა კვლევით

📌 რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა?
კისტის ზრდა აზიანებს ორგანოებს და გარკვეულ შემთხვევებში იწვევს სხვადასხვა გართულებებს.

✅ პრევენცია მარტივია:
✔ დაიბანეთ ხელები რეგულარულად;
✔ გულდასმით გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
✔ ჩაუტარეთ შინაურ ცხოველებს რეგულარული დამუშავება პარაზიტებზე.

იზუნე შენს ჯანმრთელობაზე — ჩაიტარე დროული დიაგნოსტიკა!
📞 კონსულტაციის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
⏺️სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი.
➡️ 032 213 17 47
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს მანანა  მახარაძეს.   ქალბატონ მამანას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 50 წ...
06/04/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს მანანა მახარაძეს. ქალბატონ მამანას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინატიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის 10 - ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი. ქალბატონი მანანა გახლავთ საქართველოს ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის წევრი.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
📍კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 📞ტელ.: 032 2131747 (+995) 595119151
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

Address

თამარ მეფის #18
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology:

Shortcuts

Share