ლანა ეზიეშვილი რადიოლოგი• Radiologist Lana Ezieshvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლანა ეზიეშვილი რადიოლოგი• Radiologist Lana Ezieshvili

ლანა ეზიეშვილი რადიოლოგი• Radiologist Lana Ezieshvili 👩‍⚕️ექიმი რადიოლოგი/ ექოსკოპისტი 🔊
(2)

ჩვენი მისამართია სანზონა გუდამაყრის 4 , ყოფილი მერვე საავადმყოფო , ვმუშაობთ 11 დან 16 საათამდე , სხვა ყველა შეკითხვაზე მზად ვართ გიპასუხოთ.

ფასები 30-70 ლარი ( ვადების მიხედვით )

🩷32 კვირა — დროა, თქვენს პატარას კიდევ უფრო ახლოდან შეხვდეთ.ორსულობის ამ ეტაპზე ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია.✨ 32 კვირის...
09/08/2026

🩷32 კვირა — დროა, თქვენს პატარას კიდევ უფრო ახლოდან შეხვდეთ.

ორსულობის ამ ეტაპზე ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია.

✨ 32 კვირის ექსპერტულ ექოსკოპიურ კვლევაზე ფასდება:

👶 ნაყოფის ზრდა და სავარაუდო წონა
❤️ გულისცემა და ნაყოფის მდგომარეობა
🫀 სისხლის მიმოქცევა და საჭიროების შემთხვევაში დოპლერული მაჩვენებლები
💧 სანაყოფე წყლების რაოდენობა
🌿 პლაცენტის მდებარეობა და მდგომარეობა
📏 ნაყოფის განვითარების შესაბამისობა ორსულობის ვადასთან
🔎 ზრდის დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით

და ყველაზე ემოციური მომენტი… 🤍

4D ვიზუალიზაცია — თქვენი პატარას სახე, მიმიკა და მოძრაობები უკვე გაცილებით მკაფიოდ ჩანს. 🥰

ეს მხოლოდ ექოსკოპია არ არის.

ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ თქვენი პატარა კარგად იზრდება…
და შეინახოთ ის დაუვიწყარი წამი, როცა მას ჯერ კიდევ თქვენს მუცელში ხედავთ. 👶🏻🤍

32 კვირის დეტალური ექოსკოპიური კვლევა — პროფესიონალიზმი, სიზუსტე და ზრუნვა ერთ სივრცეში.

📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით

+995599391233

#32კვირისორსულობა #ორსულობა #ნაყოფისექოსკოპია #დოპლერი #ორსულთაექოსკოპია #ულტრაბგერითიკვლევა

 fans
09/08/2026

fans

⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️სიტყვები ზედმეტია ამ ემოციიის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობ ამ ნამუშევრის ყურებისას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤...
08/08/2026

⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️
სიტყვები ზედმეტია ამ ემოციიის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობ ამ ნამუშევრის ყურებისას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

https://www.instagram.com/p/Da8JTHsCGAp/?igsh=YnUyZnhmMTB5dG1w

♥️✨ანაობას გილოცავთ.! 🌟🌸 7 აგვისტოს ღვთისმშობლის დედის წმიდა ანას ხსენების დღეა
07/08/2026

♥️✨ანაობას გილოცავთ.! 🌟🌸 7 აგვისტოს ღვთისმშობლის დედის წმიდა ანას ხსენების დღეა

ტკბილი ძილი
07/08/2026

ტკბილი ძილი

ნიკე დაბადებამდე და დაბადების შემდეგ ❤️📞 +995599391233
06/08/2026

ნიკე
დაბადებამდე და დაბადების შემდეგ ❤️

📞 +995599391233

ასე შეგრივებული ნაბეჭდი ფოტოები კედელზე 💎მოლოდინის ემოცია და სიხარული ყველას გისურვებთ ამ სიხარულს ოჯახში ❤️🌷🩷💎ფოტო მოგვ...
06/08/2026

ასე შეგრივებული ნაბეჭდი ფოტოები კედელზე 💎
მოლოდინის ემოცია და სიხარული

ყველას გისურვებთ ამ სიხარულს ოჯახში
❤️🌷🩷💎

ფოტო მოგვაწოდა ბავშვის დედამ❤️💎
მალე დაბადების შემდგომ ფოტოებსაც გაგიზიარებთ

სიყვარულით თქვენი ლანა ექიმი

06/08/2026

fans ყველაფერს აქვს სილამაზე , მოლოდინის სიყვარულის ემოციის და ბენიერების ამსახველია ვიდეო რომელიც ჩვენმა ულამაზესმა წყვილმა მოგვაწოდა
ასე მძივებივით ვაგროვებთ ყველა კვლევაზე ფერად ფოტოებს შემდეგ კედელზე ვაკრავთ და სიყვარულის სიხარულით ველოდები პრინცესას ❤️🌷🩷❤️🌷🩷❤️🌷🩷❤️🌷🩷

გილოცავთ ! 6 აგვისტოს წმინდა მოწამე ქრისტინეს ხსენების დღეა.ყველა მისი მოსახელე ქრისტინეს, ვულოცავთ ანგელოზის დღეს!! შეგ...
06/08/2026

გილოცავთ ! 6 აგვისტოს წმინდა მოწამე ქრისტინეს ხსენების დღეა.

ყველა მისი მოსახელე ქრისტინეს, ვულოცავთ ანგელოზის დღეს!! შეგეწიოთ მისი ლოცვის მადლი!

წმიდა მოწამე ქრისტინეს მამა - ურბანოსი ქალაქ ტვირის მმართველი იყო. თერთმეტი წლის ასაკს მიწევნული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.

მარტოობაში მყოფმა ქალწულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს მშვენიერი სამყარო. თავისი ოთახის სარკმლიდან იგი შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და თანდათანობით მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაფერ არსებულს ერთი შემოქმედი ჰყავს. იგი მიხვდა, რომ კერპებს არ შეეძლოთ რაიმეს შექმნა, რადგან თავად იყვნენ შექმნილნი ადამიანთა ხელით, და იგი ცრემლიანი ლოცვებით შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელი უფლის მხურვალე სიყვარულით აღივსო და უმატა გულწრფელ ლოცვა-ვედრებასა და მარხვას.

ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. როცა დედამ შეიტყო მომხდარი, მოთქმითა და ტირილით მიეახლა შვილს და სთხოვა, მამაპაპურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ ქრისტინე შეურყეველი დარჩა. მეორე დღეს ურბანოსმა მოუხმო ასულს, კიდევ ერთხელ შეეცადა, კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, თან დანაშაულის პატიებასაც ითხოვდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ქრისტეს ტარიგი ურყევად სასოებდა მაცხოვარს.

მტარვალებმა რკინის ბორბალზე დააკრეს ნეტარი და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. ყოვლადდასაწველი მსხვერპლივით ყოველმხრივ ედებოდა ალი კოცონზე მბრუნავ წმიდანის სხეულს. ბოლოს, ნაწამები, კვლავ საკანში გამოკეტეს.

ღამით ქრისტინეს ანგელოზმა დაუამა წყლულები და საზრდელით განამტკიცა. გამთენიისას ურბანოსმა სასწაულებრივ განკურნებული ასული რომ იხილა, განკარგულება გასცა, ზღვაში ჩაეხრჩოთ იგი, მაგრამ ფსკერისკენ მხოლოდ წმიდანის კისერზე გამობმული ლოდი დაექანა, თავად უფლის მხევალი კი, ღვთაებრივი ძალით ამსუბუქებული, სასწაულებრივ გავიდა ნაპირზე და მამის წინაშე წარდგა. შეძრწუნებულმა მტარვალმა ყველაფერი ჯადოქრობას მიაწერა და გადაწყვიტა, დილით სიკვდილით დაესაჯა ქრისტინე, მაგრამ საკვირველი და მიუწვდომელია ღვთის განგებულება: იმ ღამით თავად მიიცვალა. მის ნაცვლად დანიშნულმა ახალმა მმართველმა, დიონმა იხმო მოწამე და შეეცადა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ახალი სატანჯველი დაატეხა მას თავს. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული. მნახველები აღწევდნენ მასთან და მისი მადლმოსილი სიტყვებით გონებაგანათებულნი, ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს: ნეტარმა სამი ათასამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

დიონის შემდეგ ტვირის მმართველად იულიანე დაადგინეს. მან განაახლა წმიდა ქრისტინეს წამება, ბოლოს კი, მრავალგვარი სატანჯველით ვნებული ასულის გახურებულ ღუმელში შეგდება და გამოკეტვა ბრძანა. ხუთი დღის შემდეგ ღუმელის კარები გააღეს და უფლის რჩეული ცოცხალი და უვნებელი იხილეს. აღსრულებული სასწაულების მრავალი მოწმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, უღმრთო მტარვალებმა კი ქრისტეს სასძლოს თავი მოჰკვეთეს.
#თავისუფლებისთვის #თავისუფლება

დაიბდა პატარა თიჯონა გოგო ნია ❤️9 თვე ვზრუნავდით და ვეფერებოდით პატარა ქალბატონს ❤️💜
06/08/2026

დაიბდა პატარა თიჯონა გოგო ნია ❤️
9 თვე ვზრუნავდით და ვეფერებოდით პატარა ქალბატონს ❤️💜

Address

თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის 47
Tbilisi
0167

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლანა ეზიეშვილი რადიოლოგი• Radiologist Lana Ezieshvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share