03/06/2021
მოგესალმებით ! 😊
გვსურს გაგიზიაროთ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება უახლოეს მომავალში. თქვენი აზრი უმნიშვნელოვანესია , რადგან "შენი ოთახი" კეთდება თვენთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც განტვირთვა სჭირდება. შემოგთავაზებთ მშვიდ და მრავალფეროვან გარემოს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და რასისა. მოიწყვე თვითთერაპია შენს ოთახში.
აქ თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ და აუცილებლად კონფიდენციალურობაც დაცული იქნება.გექნებათ შესაძლებლობა, აინაზღაუროთ ის, რასაც ბავშვობაში არ/ვერ გაძლევდნენ . გაავაკეთებთ სასიამოვნო აქტივობებს, ვისაუბრებთ და უბრალოდ დაისვენებთ. სითბოთი და სიყვარულით დაგხვდებიან აქ. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, რომელთა გათვალისწინებას მაქსიმალურად ვეცდებით. "შენი ოთახი" იქნება ადგილი, სადაც დატოვებ საკუთარ კვალს.
ვიზიტი იქნება წინასწარ ჩაწერით, ერთი საათით. ერთი თვის განმავლობაში სიარის მსურველთათვის გვექნება ფასდაკლების აქციები. ვისაც დაგაინტერესებთ ჩვენი სიახლეები დაალაიქეთ page “ შენი ოთახი".