მოლისანი • Molisan

მოლისანი • Molisan მოლისანი - უნიკალური ქართული მცენარელი სამკურნალო საშუალება რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
(712)

ქართული ბრენდი მოლისანი - ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური მცენარეული საშუალება.

„მეორე დღესვე შედეგი მომცა…“ ❤️კიდევ ერთი ისტორია ჩვენი არქივიდან — 05.12.2018ამჯერად გვინდა გაგიზიაროთ „მოლისანის“ მომხ...
13/08/2026

„მეორე დღესვე შედეგი მომცა…“ ❤️

კიდევ ერთი ისტორია ჩვენი არქივიდან — 05.12.2018

ამჯერად გვინდა გაგიზიაროთ „მოლისანის“ მომხმარებლის გამოცდილება ფსორიაზის დროს.

Mancho Mancho გვწერდა:

„მართლაც საუკეთესო პროდუქცია!!! ფსორიაზის შემთხვევაში როგორც გაქვთ დაწერილი, ისეა ჩემს შემთხვევაში. ვიკეთებ კომპრესებს, ვსვამ მოლისანს, ანტიპარაზიტულ ფორმულას, ნანო ვერცხლს და ცოცხალ წყალს.
..მეორე დღესვე შედეგი მომცა ფსორიაზისგან დაზიანებულ ხელისგულებზე. დღეს მეხუთე დღეა და ის 4 ფენად აქერცლილი კანი ორ ფენადაა და ვარდისფერია. შინაგანადაც ვგრძნობ. დაღლილობა და ნერვული სტრესიც ქრება ნელ-ნელა. უღრმესი მადლობა!!! ❤️“

Mancho Mancho
05.12.2018

📷 ზედა ფოტოები — ავტორის მიერ მოწოდებულია.
ძირითადი ფოტო — თემატური ილუსტრაცია; მასზე კონკრეტული პაციენტი არ არის გამოსახული.

მოლისანი — კანისა და ჭრილობების მოვლის ხსნარი

💧 მოლისანის ღირებულება:
1000 მლ — 65 ₾

შეიძინეთ ფილიალში ან ისარგებლეთ საკურიერო ან საფოსტო მომსახურებით.

📍 თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის 14
🚇 მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტი“
📱 +995 598 48 66 11

📦 შესაძლებელია მიწოდება როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ.

თუ გაქვთ ფსორიაზი ან კანის სხვა ქრონიკული დაზიანება და გსურთ, ექიმმა კონკრეტულად თქვენს მდგომარეობას გაეცნოს, შეავსეთ COALESIA-ს სამედიცინო ანკეტა და ატვირთეთ მკაფიო ფოტოები.

👨‍⚕️ COALESIA-ს ფარგლებში ექიმის კონსულტაცია უფასოა.

🌐 https://coalesia.com/clinical/patient-assessment.php

#მოლისანი #ფსორიაზი #კანისმოვლა

„შედეგმა გაგვაოგნა.“კიდევ ერთი ისტორია ჩვენი არქივიდან — 18.11.2019ამჯერად საკუთარ გამოცდილებას კი არა, ახლობელი მეგობრი...
09/08/2026

„შედეგმა გაგვაოგნა.“

კიდევ ერთი ისტორია ჩვენი არქივიდან — 18.11.2019

ამჯერად საკუთარ გამოცდილებას კი არა, ახლობელი მეგობრის ისტორიას გვიზიარებენ.

მას ვენების ვარიკოზთან ერთად ტროფიკული წყლული განუვითარდა — ღია და ღრმა ჭრილობა, რომლის მკურნალობაც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა.

შემდეგ მან „მოლისანის“ გამოყენება დაიწყო.

„ისვამდა ამ მოლისანის სითხეს დაახლოებით 4–5 თვე ტროფიკულ წყლულზე (ღია და ღრმა ჭრილობა ჰქონდა). შედეგმა გაგვაოგნა. ჭრილობა ნელ-ნელა შეუხორცდა და ბოლოს სრულად აღმოიფხვრა წყლული ფეხზე.“

ავტორის თქმით, მისმა მეგობარმა შეძლო ჩვეულ ცხოვრების რიტმში დაბრუნება.

„ეს იყო წარმოუდგენელი! ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა. ჩემი მეგობარი მით უფრო... დადის და ჩვეულ ცხოვრების ტემპს დაუბრუნდა.“

და ბოლოს სიტყვები, რომლებიც განსაკუთრებულად გვახსოვს:

„მე პირადად სადაც შემხვდება მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანი, ყველას ვუყვები და ვუხსნი, რომ მოსინჯონ მაინც... ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას. ❤️ მადლობა „მოლისანს“ ❤️“

Nick Kyrgios
18.11.2019

📷 ფოტოზე წარმოდგენილია თემატური ილუსტრაცია და არა კონკრეტული პაციენტი.

მოლისანი — კანისა და ჭრილობების მოვლის ხსნარი

თუ გაქვთ ქრონიკული ჭრილობა ან ტროფიკული წყლული და გსურთ მოგვწეროთ თქვენი შემთხვევის შესახებ, დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში.

#მოლისანი #ჭრილობისმოვლა #ქრონიკულიჭრილობა #ტროფიკულიწყლული

🇬🇪 ქართული • 🇷🇺 Русский • 🇬🇧 English🇬🇪 ქართული🩹 როდესაც ხანგრძლივი მკურნალობა შედეგს არ იძლევა…2015 წლის დეკემბერში მივი...
09/08/2026

🇬🇪 ქართული • 🇷🇺 Русский • 🇬🇧 English

🇬🇪 ქართული

🩹 როდესაც ხანგრძლივი მკურნალობა შედეგს არ იძლევა…

2015 წლის დეკემბერში მივიღეთ წერილი ლენა ორლოვასგან, მოსკოვიდან.

მისი დედა 75 წლის იყო. ფეხის ტრავმის შემდეგ მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ტროფიკული წყლული.

ლენა გვწერდა:

💬 „რამდენ ხანს ვმკურნალობდი დედას — ყველაფერი უშედეგო იყო… სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე კი მხოლოდ პატარა, დაახლოებით 2×2 სმ ზომის წითელი ლაქა დარჩა.“

მოლისანს იგი თბილი საფენების სახით იყენებდა დღეში რამდენჯერმე. მისი თქმით, პირველი ცვლილება უკვე პირველი გამოყენების შემდეგ შენიშნა, შემდგომ კი მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდებოდა.

წერილს ლენა ასე ამთავრებს:

❤️ „შესანიშნავი პრეპარატია! ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მას, ვინც ეს შექმნა!!!“

ამ წერილიდან უკვე ათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ის დღემდე ინახება ჩვენს არქივში.

ასეთი ისტორიები ჩვენთვის უბრალოდ შეფასებები არ არის.
ეს არის ადამიანების გამოცდილება, რომლებიც გამოსავალს მაშინ ეძებდნენ, როცა ხანგრძლივი მცდელობები სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა.

💧 MOLISAN — კანისა და ქრონიკული ჭრილობების მოვლისთვის.

📅 შეფასება მიღებულია: 25.12.2015
📍 მოსკოვი

*ეს არის კონკრეტული ადამიანის პირადი გამოცდილება. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. ტროფიკული წყლულის დროს მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და ექიმის მეთვალყურეობა.*

🇷🇺 Русский

🩹 Когда длительное лечение не даёт результата…

В декабре 2015 года мы получили письмо от Лены Орловой из Москвы.

Её маме было 75 лет. После травмы ног состояние осложнилось и появилась трофическая язва.

Лена написала нам:

💬 «Сколько я маму лечила — всё было тщетно… И вот с начала сентября на сегодня осталось ещё маленькое красное пятнышко два на два сантиметра».

Молисан она использовала в виде тёплых примочек несколько раз в день. По её словам, первые заметные изменения появились уже после первого применения, а затем состояние постепенно продолжало улучшаться.

Своё письмо Лена закончила словами:

❤️ «Великолепный препарат! Дай Бог здоровья тому, кто его изобрёл!!!»

Прошло больше десяти лет, а это письмо до сих пор хранится в нашем архиве.

Такие истории для нас — не просто отзывы.
Это опыт людей, которые продолжали искать решение тогда, когда длительные попытки не давали ожидаемого результата.

💧 MOLISAN — уход за кожей и хроническими ранами.

📅 Отзыв получен: 25.12.2015
📍 Москва

*Это личный опыт конкретного человека. Результаты могут различаться. При трофических язвах важно установить причину их возникновения и наблюдаться у врача.*

🇬🇧 English

🩹 When long-term treatment does not bring the expected result…

In December 2015, we received a letter from Lena Orlova in Moscow.

Her mother was 75 years old. After a leg injury, her condition became more complicated and a trophic ulcer developed.

Lena wrote to us:

💬 “I had been treating my mother for so long, but nothing seemed to help… Since the beginning of September, only a small red spot of about 2×2 cm remains.”

She used MOLISAN as warm compresses several times a day. According to her, the first noticeable changes appeared after the very first application, and the condition continued to improve gradually.

She ended her letter with these words:

❤️ “A wonderful product! God bless the person who invented it!!!”

More than ten years have passed, and this letter is still kept in our archive.

For us, stories like this are more than testimonials.
They are the experiences of people who kept looking for an answer when long-term efforts had not brought the result they hoped for.

💧 MOLISAN — for skin and chronic wound care.

📅 Testimonial received: 25.12.2015
📍 Moscow

*This is the personal experience of one individual. Results may vary. In cases of trophic ulcers, it is important to determine the underlying cause and remain under medical supervision.*

#მოლისანი #ჭრილობისმოვლა #ქრონიკულიჭრილობა #ტროფიკულიწყლული

2008 წლის აგვისტო. ნიგვზარა, საჩხერე.აგვისტოს დასაწყისში ოჯახთან ერთად ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებთან ვისვენებდით.ხუთი ბა...
08/08/2026

2008 წლის აგვისტო. ნიგვზარა, საჩხერე.

აგვისტოს დასაწყისში ოჯახთან ერთად ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებთან ვისვენებდით.

ხუთი ბავშვი, სოფელი, ზაფხული, ჩვეულებრივი მშვიდი დღეები… რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნებას ვაპირებდით.

8 აგვისტოს ომი დაიწყო.

ჩვეულებრივი ცხოვრება რამდენიმე საათში შეიცვალა.

ცნობები საომარი მოქმედებების შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გზებზე, მუდმივი სატელეფონო ზარები, ახლობლებზე ნერვიულობა და სრული გაურკვევლობა — არავინ იცოდა, რა მოხდებოდა შემდეგ.

ხუთ ბავშვთან ერთად ფაქტობრივად მოწყვეტილი აღმოვჩნდით სახლს.

ასეთ დროს საკუთარ შიშზე დიდხანს ვერ ფიქრობ. ბავშვებს უნდა მიხედო, სიმშვიდე შეინარჩუნო, ინფორმაცია მოიძიო და როგორმე გაიგო — როდის და რომელი გზით შეძლებ სახლში დაბრუნებას.

მაგრამ ორგანიზმმა ეს სტრესი თავისებურად გადაიტანა.

სწორედ იმ დღეებში ფეხზე ტროფიკული წყლული გამიჩნდა.

ვიცოდი, რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი ჭრილობა — თვეები და წლები შეხორცების გარეშე, განმეორება და პრობლემა, რომელიც საბოლოოდ ადამიანის ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცევა.

ამასთან შეგუებას არ ვაპირებდი

ომი დასრულდა. ბავშვებთან ერთად მშვიდობით დავბრუნდით სახლში.

და დაიწყო კიდევ ერთი ძიება.

ინფორმაციის შესწავლა. პირველი ვარიანტები. ცდა. დაკვირვება. შემადგენლობის შეცვლა. და ისევ ცდა.

საშუალების პირველ ვარიანტებს საკუთარ ჭრილობაზე ვიყენებდი და ვაკვირდებოდი შედეგს.

თანდათან გამოჩნდა სწორი მიმართულება. ჭრილობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო შეხორცება და საბოლოოდ მთლიანად დაიხურა ისე, რომ მნიშვნელოვნად გაზრდაც ვერ მოასწრო.

იმ ადგილას მხოლოდ პატარა პიგმენტური ლაქა დამრჩა.

ის დღესაც მაქვს.

ხანდახან შევხედავ და მაშინვე 2008 წლის აგვისტო მახსენდება.

მაგრამ ყველაზე საინტერესო შემდეგ მოხდა.

საშუალება, რომლის შექმნაც საკუთარი პრობლემის გამო დავიწყე, მოგვიანებით სხვა ადამიანებმაც გამოიყენეს. წლების განმავლობაში მივიღე უამრავი ფოტო, წერილი და მადლობა ადამიანებისგან, რომლებსაც ქრონიკული ჭრილობები წლების განმავლობაში — ზოგ შემთხვევაში კი ათწლეულების მანძილზე — აწუხებდათ.

ასე დაიწყო ის მიმართულება, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც
MOLISAN — SKIN & WOUND CARE SOLUTION.

მისი შექმნა ბიზნესგეგმით არ დაწყებულა.

დაიწყო პრობლემით, რომელსაც ვერ შევეგუე.

პრობლემა. ძიება. ცდა. შედეგი.

ზოგჯერ ცხოვრება თვითონ გვაიძულებს ვიპოვოთ პასუხი.

🌿

#ჩვენიისტორია #მოლისანი #2008

😢 „დიაგნოზი – წითელი ქარი, ლიმფოსტაზი…“როდესაც კანი ყოველდღიურად უარესდება, ტკივილი არ ნელდება და იმედი თითქმის იკარგება...
05/08/2026

😢 „დიაგნოზი – წითელი ქარი, ლიმფოსტაზი…“
როდესაც კანი ყოველდღიურად უარესდება, ტკივილი არ ნელდება და იმედი თითქმის იკარგება…
სწორედ ასეთ მდგომარეობაში მოგვმართა ჩვენმა პაციენტმა.
დღეს მან თავად გამოგვიგზავნა ეს ფოტოები და დაწერა:
💬 „ასეთი შედეგი გვაქვს 2 თვეში.“
ეს არის რეალური ისტორია.

❤️ ყოველი ასეთი შეტყობინება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი შრომა ნამდვილად ღირს.
„მოლისანი ბეთლემი“ გამოიყენება:
✔️ წითელი ქარის დროს
✔️ ტროფიკული წყლულის დროს
✔️ ნაწოლების დროს
✔️ ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობების დროს
✔️ ჩირქოვანი ანთებების დროს
✔️ დამწვრობის დროს

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ. 14
📞 +995 32 214-10-10
📱 +995 598 48-66-11
📩 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

❤️ არასოდეს დაკარგოთ იმედი.

#მოლისანი
#ლიმფოსტაზი
#ტროფიკულიწყლული
#ნაწოლები
#წითელიქარი
#შეუხორცებელიჭრილობა
#აქციამოლისანში

☀️ მზით დამწვრობა მოზარდში — რეალური გამოცდილება „მოლისანთან“16 წლის მოზარდმა სახეზე ერთ-ერთი კრემი წაისვა და შემდეგ მზე...
02/08/2026

☀️ მზით დამწვრობა მოზარდში — რეალური გამოცდილება „მოლისანთან“

16 წლის მოზარდმა სახეზე ერთ-ერთი კრემი წაისვა და შემდეგ მზეზე გავიდა, რის შედეგადაც კანი ძლიერად გაუწითლდა, გაჩნდა წვის შეგრძნება და დისკომფორტი.

ოჯახმა კანის მოვლისთვის გამოიყენა „მოლისანი — კანისა და ჭრილობების მოვლის ხსნარი“.

💬 პაციენტის ოჯახის შეფასება:

„მინდა მეც შევუერთდე იმ მადლიერი პაციენტების რიცხვს, რომლებსაც მოლისანი არაერთხელ დაეხმარა. გამოყენებიდან რამდენიმე საათში მნიშვნელოვნად შემცირდა სიწითლე და დისკომფორტი. კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი მოლისანს.“ 🙏❤️

📷 ფოტოებზე ნაჩვენებია კანის მდგომარეობა გამოყენებამდე და რამდენიმე საათის შემდეგ.
„მოლისანი“ გამოიყენება კანისა და დაზიანებული უბნების ყოველდღიური მოვლისთვის და ხელს უწყობს კანის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას.

გამოყენების ინსტრუქცია განთავსებულია საიტზე:
https://molisani.ge/ge/solutions/skin-wound-care.html

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ. 14
📱 +995 598 48 66 11
📱 +995 596 00 10 60

📦 შესაძლებელია კურიერით ან ფოსტით გაგზავნა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

#მოლისანი #კანისმოვლა #მზითდამწვრობა #დამწვრობა #კანისაღდგენა #ჭრილობებისმოვლა

😔 როდესაც ჭრილობა თვეების განმავლობაში არ ხორცდება, ბევრი ადამიანი იმედს კარგავს.🩹 ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვ...
31/07/2026

😔 როდესაც ჭრილობა თვეების განმავლობაში არ ხორცდება, ბევრი ადამიანი იმედს კარგავს.

🩹 ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი პაციენტიც. სხვადასხვა საშუალების გამოყენების მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.

💧 ოჯახმა გადაწყვიტა გამოეყენებინა მოლისანი.

💬 „უკვე პირველივე დღიდან შევამჩნიეთ ცვლილება — ჭრილობა გამოშრა, ფეხს ფერი დაუბრუნდა. ახლა უკვე მეორე ბოთლს ვიყენებთ და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა!“

❤️ ასეთი ისტორიები გვახსენებს, რომ ზოგჯერ შედეგის მისაღწევად საჭიროა სწორი მიდგომა, თანმიმდევრული მოვლა და მოთმინება.

🧬 მოლისანი ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას, შეხორცების პროცესსა და შეხორცების ხარისხის გაუმჯობესებას.

✔️ ტროფიკული წყლულები
✔️ ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობები
✔️ ნაწოლები
✔️ ჩირქოვანი ჭრილობები
✔️ ლიმფოსტაზი
✔️ წითელი ქარი

📖 გამოიყენეთ მოლისანი საიტზე განთავსებული ან შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით.

👨‍⚕️ ან ისარგებლეთ ექიმის მხარდაჭერით — შეავსეთ მოკლე ანკეტა, ატვირთეთ დაზიანებული ადგილის ფოტოები და მიიღეთ თქვენზე მორგებული რეკომენდაციები.

🌐 გაეცანით ინსტრუქციას:
https://molisani.ge/ge/solutions/skin-wound-care.html

📝 შეავსეთ ანკეტა:
https://coalesia.com/clinical

💧 მოლისანის ღირებულება:
500 მლ — 35 ₾
1000 მლ — 65 ₾

📦 მოლისანის შეძენა შეგიძლიათ უშუალოდ ჩვენთან. პროდუქტს ვაგზავნით კურიერის მეშვეობით ან ფოსტით როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ.

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ. 14
📱 +995 598 48 66 11
📱 +995 596 00 10 60

📩 კონსულტაციისა და შეკვეთისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

💚 იმედი არასოდეს დაკარგოთ. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილება ყველაფერს ცვლის.

#მოლისანი #ტროფიკულიწყლული #ნაწოლები #წითელიქარი #ლიმფოსტაზი #ჭრილობებისშეხორცება #ქსოვილებისრეგენერაცია

😔 როდესაც ჭრილობა თვეების განმავლობაში არ ხორცდება, ბევრი ადამიანი იმედს კარგავს.ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენ...
28/07/2026

😔 როდესაც ჭრილობა თვეების განმავლობაში არ ხორცდება, ბევრი ადამიანი იმედს კარგავს.

ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი პაციენტიც. სხვადასხვა საშუალების გამოყენების მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.

ოჯახმა გადაწყვიტა გამოეყენებინა მოლისანი.

💬 „უკვე პირველივე დღიდან შევამჩნიეთ ცვლილება — ჭრილობა გამოშრა, ფეხს ფერი დაუბრუნდა. ახლა უკვე მეორე ბოთლს ვიყენებთ და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა!“

ასეთი ისტორიები გვახსენებს, რომ ზოგჯერ შედეგის მისაღწევად საჭიროა სწორი მიდგომა, თანმიმდევრული მოვლა და მოთმინება. ❤️

მოლისანი ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას, შეხორცების პროცესსა და შეხორცების ხარისხის გაუმჯობესებას.

✔️ ტროფიკული წყლულები
✔️ ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობები
✔️ ნაწოლები
✔️ ჩირქოვანი ჭრილობები
✔️ ლიმფოსტაზი
✔️ წითელი ქარი

გამოიყენეთ მოლისანი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით, ან მიიღეთ ექიმის მხარდაჭერა — შეავსეთ მოკლე ანკეტა, ატვირთეთ დაზიანებული ადგილის ფოტოები და მიიღეთ თქვენზე მორგებული რეკომენდაციები.

📝 შეავსეთ ანკეტა:
https://coalesia.com/clinical

💧 მოლისანის ღირებულება:
500 მლ — 35 ₾
1000 მლ — 65 ₾

მოლისანის შეძენა შეგიძლიათ უშუალოდ ჩვენთან. პროდუქტს ვაგზავნით კურიერის მეშვეობით ან ფოსტით როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ.

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ. 14
📱 598 48 66 11
📱 596 00 10 60

📩 კონსულტაციისა და შეკვეთისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

იმედი არასოდეს დაკარგოთ. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილება ყველაფერს ცვლის. ❤️

#მოლისანი #მოლისანიბეთლემი #ტროფიკულიწყლული #ნაწოლები #ჭრილობებისშეხორცება #ქსოვილებისრეგენერაცია

🏥 პროფესიონალურ კოსმეტოლოგიაში თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს.სისუფთავე, სიზუსტე და პასუხისმგებლობა ქმნის გარემოს, სადა...
19/07/2026

🏥 პროფესიონალურ კოსმეტოლოგიაში თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს.

სისუფთავე, სიზუსტე და პასუხისმგებლობა ქმნის გარემოს, სადაც კლიენტი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.

მოლისანი აქვასოლი ბუნებრივად იკავებს თავის ადგილს პროფესიონალურ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში — იქ, სადაც ჰიგიენის მაღალი სტანდარტები ყოველდღიური მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

როდესაც სამუშაო სივრცე სუფთა და მოწესრიგებულია, სპეციალისტს შეუძლია სრულად კონცენტრირდეს მთავარზე — ხარისხიან პროცედურასა და კლიენტის კომფორტზე.

💚 მოლისანი აქვასოლი
პროფესიონალური გარემოს ბუნებრივი ნაწილი.

💧 მზა სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც გამოიყენება განზავების გარეშე.

✔️ ხელებისა და კანის დასამუშავებლად;
✔️ სახლისა და სამუშაო სივრცის ზედაპირებისთვის;
✔️ სამზარეულოსა და ჭურჭლისთვის;
✔️ ხილისა და ბოსტნეულის დასამუშავებლად;
✔️ ჰაერისა და სხვადასხვა საგნების დეზინფექციისთვის.

🌿 არ შეიცავს ქლორსა და ამიაკს.
🌿 ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
🌿 დამუშავების შემდეგ ზედაპირები დამატებით ჩამობანას არ საჭიროებს.

„მოლისანი აქვასოლი“ გამოირჩევა მაღალი ანტიმიკრობული აქტიურობით და მზადაა გამოყენებისთვის — განზავების გარეშე. რომ გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირის, ინვენტარის, საკვებისა და ჰაერის დასამუშავებლად.

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ. 14
📞 +995 32 214-10-10
📱 +995 596 00-10-60
🟢 WhatsApp: 598 48 66 11
💬 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში — სიამოვნებით გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე.

#მოლისანი #მოლისანიაკვასოლი #აკვასოლი #კოსმეტოლოგია #ჰიგიენა #უსაფრთხოება #სისუფთავე #პროფესიონალიზმი

🇩🇪 წერილი გერმანიიდან 💚ზოგჯერ რამდენიმე გულწრფელი სიტყვა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ყველაზე გრძელი რეკლამა.ერთ-ერთმა ჩვენმ...
18/07/2026

🇩🇪 წერილი გერმანიიდან 💚

ზოგჯერ რამდენიმე გულწრფელი სიტყვა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ყველაზე გრძელი რეკლამა.

ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, მოგვწერა:

„კუჭ-ნაწლავის პრობლემები მქონდა. ჰელიკობაქტერია აღმომაჩნდა. ანტიბიოტიკებით ვიმკურნალე, მაგრამ დისკომფორტი მაინც დამრჩა. გარკვეული საკვების მიღების შემდეგ ხშირად ფაღარათი მეწყებოდა. სხვა მცენარეულმა პრეპარატებმაც გარკვეულწილად დამეხმარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოლისანი ელექსირის მიღება დავიწყე, მსგავსი პრობლემა საერთოდ აღარ მაქვს. უკვე თავისუფლად შემიძლია ნებისმიერი საკვების მიღება. გარდა ამისა, სახსრების ტკივილმაც გამიარა.”

შემდეგ კი დაამატა:

„ახლა კიდევ ერთხელ ვაპირებ მოლისანი ელექსირის მიღებას, რადგან მაქვს მიომა, მცირე ზომის საკვერცხის კისტა და ჰორმონალური დისბალანსი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც დამეხმარება.“ ❤️

გულითადად მადლობას ვუხდით ნდობისთვის და იმისთვის, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარების უფლება მოგვცა.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას მკურნალობის გზაზე. 🌿💚

პაციენტის თხოვნით, ისტორია ქვეყნდება ანონიმურად.

⚠️ აღნიშნული ისტორია წარმოადგენს მომხმარებლის პირად გამოცდილებას. შედეგები ინდივიდუალურია და შეიძლება განსხვავდებოდეს. კვლევა და მკურნალობის ტაქტიკა ყოველთვის უნდა განისაზღვროს ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

#მოლისანი #მოლისანიელექსირი #რეალურიისტორია #ჯანმრთელობა #ბუნებრივიმხარდაჭერა #საქართველო #გერმანია

Address

14 Tashkenti Str
Tbilisi
0162

Opening Hours

Tuesday 11:00 - 17:30
Wednesday 11:00 - 17:30
Thursday 11:00 - 17:30
Friday 11:00 - 17:30
Saturday 11:00 - 17:30

Telephone

+995596001060

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოლისანი • Molisan posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მოლისანი • Molisan:

Shortcuts

Share