16/06/2026
შატო ბუერას, როგორც ქართული თანამედროვე ორგანული მეღვინეობის შესახებ, ბრიტანული მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემა The Luxury Editor წერს.
პლატფორმის თანამდამფუძნებელი და ჟურნალისტი, Ross Fraser-ი თავად სტუმრობდა შატო ბუერას, სადაც უშუალოდ გაეცნო ჩვენს სრულად ბიოსერთიფიცირებულ ვენახებსა და ორგანულ მეღვინეობას. სტატიაში ის ღვინის ექსპერტსა და შატო ბუერას კომერციულ მენეჯერთან, დეა ფურცელაძესთან ინტერვიუს წარმოგვიდგენს.
ინტერვიუში დეა ვრცლად საუბრობს შატო ბუერას ხედვაზე, ქართული ვაზის ჯიშების პოტენციალსა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებზე. ხაზგასმულია, თუ როგორ იქმნება ბუერას ღვინო ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზით - პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მომთხოვნ გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს.
პუბლიკაციაში დეტალურადაა აღწერილი სრული ციკლი - ვენახის მოვლისა და ყურძნის დაკრეფიდან დაწყებული, შატო ბუერას სხვადასხვა ხაზის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიებით დასრულებული.
ამასთან ერთად, სტატიაში ადგილი ეთმობა შატო ბუერას გამორჩეული მასპინძლობის კულტურას, სპეციალურად შექმნილ მენიუსა და იმ პანორამულ ხედებს, რომლებიც თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარ გარემოს ქმნის.
წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად ბმულზე: https://theluxuryeditor.com/opinion-interview/in-conversation-with-dea-purtseladze-wine-expert-and-commercial-manager-at-chateau-buera/
The British publication The Luxury Editor features Château Buera and its approach to contemporary organic winemaking in Georgia.
Following his visit to Château Buera, co-founder and journalist Ross Fraser spoke with our Commercial Manager and wine expert, Dea Purtseladze, about the winery’s vision, organic viticulture, indigenous grape varieties, and the philosophy behind our wines.
Read the full interview: https://theluxuryeditor.com/opinion-interview/in-conversation-with-dea-purtseladze-wine-expert-and-commercial-manager-at-chateau-buera/