04/06/2026
ჩვენი კლინიკის გახსნიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვმართა უამრავმა ადამიანმა, რომელთა დიდმა უმეტესობამ ვერ შეძლო უჯრედული თერაპიის გამოყენება ფინანსური საკითხების გამო.
ამის გათვალისწინებით გვინდა შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს მკურნალობის შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატიული გზები, როგორიც არის მონო და კომბინირებული იმუნოთერაპია.
რათქმაუნდა უჯრედულ თერაპიასთან კომბინაციაში იმუნოთერაპიის შედეგები გაცილებით ეფექტური და გრძელვადიანია, მაგრამ მხოლოდ იმუნოთერაპიითაც არის შესაძლებელი გარკვეული შედეგების მიღწევა და შეიძლება სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებაც.
(საუბარია ე.წ. მკურნალობის პროგრამაში მოხვედრას და დაფინასებას რომ ეძახის მოსახლეობა)
ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა საერთაშორისო პარტნიორული ქსელი, მსოფლიოს 25 ქვეყანასთან მრავალწლიანი ფარმაცევტული ბიზნეს ურთიერთობა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იმუნოთერაპიული მედიკამენტების მოძიება, მოწოდების ორგანიზება და პაციენტისთვის შეთავაზება კონკურენტულ და უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
ჩვენ გთავაზობთ:
• ინდივიდუალური შემთხვევის შეფასებას
• მკურნალობის შესაძლო ვარიანტების განხილვას
• საერთაშორისო სამედიცინო კოორდინაციას
• იმუნოთერაპიული მედიკამენტების მოწოდების ორგანიზებას კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით
• მკურნალობის პროცესის პროფესიულ მხარდაჭერას
ყოველი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად და კონკრეტული მკურნალობის მიზანშეწონილობა განისაზღვრება სამედიცინო შეფასების საფუძველზე.
კონსულტაცია უფასოა.