Dr.Tamar Patchkoria

Dr.Tamar Patchkoria Oral and Maxillofacial Surgeon (OMS) • Implantologist •
ყბა-სახის ქირურგი • იმპლანტოლოგი •

სურათზე ნაჩვენებია  ცემენტობლასტომა.  იშვიათი, კეთილთვისებიანი ოდონტოგენური სიმსივნე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კბილის...
09/05/2026

სურათზე ნაჩვენებია ცემენტობლასტომა. იშვიათი, კეთილთვისებიანი ოდონტოგენური სიმსივნე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კბილის ფესვს.

♦️ყველაზე ხშირად ვითარდება ქვედა ყბის პირველი მოლარის მიდამოში.

♦️ სიმსივნე მჭიდროდ არის მიკრული კბილის ფესვთან, რაც იწვევს ფესვის რეზორბციას.

♦️ ძირითადად გვხვდება ახალგაზრდებში (20-30 წლამდე), თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

♦️ • ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ყბის დეფორმაცია, ტკივილი ან მგრძნობელობა (პაციენტების დაახლოებით 50%-ში).

რენტგენოგრაფიაზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ცემენტობლასტომა ჩანს როგორც:
რადიოგამჭვირვალე (თეთრი) მასა, კბილის ფესვთან დაკავშირებული.
რადიოლუცენტური (მუქი) რგოლი, სიმსივნეს გარშემო აკრავს თხელი მუქი ზოლი (კაფსულა).

ცემენტობლასტომა მოითხოვს ქირურგიულ მკურნალობას.
♦️ სიმსივნის სრული ამოკვეთა (რეზექცია) მასთან დაკავშირებულ კბილთან ერთად.
♦️სრული ამოკვეთის შემთხვევაში რეციდივი (განმეორება) ძალიან იშვიათია, რადგან სიმსივნე არ არის ავთვისებიანი.
📍თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა ყბის ტკივილი ან შეშუპება, აუცილებლად მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.
☎️+995 533 33 10 11

07/05/2026

🥼🤍

🏥ამელობლასტომა(ადამანტინომა)ადამანტინომა წარმოადგენს თავისებურ სიმსივნეს,რომლის მორფოლოგიური შენება წააგავს ადამიანის 3-...
06/05/2026

🏥ამელობლასტომა(ადამანტინომა)

ადამანტინომა წარმოადგენს თავისებურ სიმსივნეს,რომლის მორფოლოგიური შენება წააგავს ადამიანის 3-4 თვიანი ნაყოფის მინანქრის ორგანოს.იგი ვითარდება იშვიათად და უფრო ხშირად ქვედა ყბის ძვალში,მუდმივი კბილების ამოჭრის პერიოდში.რაკი მას ნელი ზრდა ახასიათებს , კლინიკურად 20-40 წლის ასაკში გამომჟღავნდება.ამელობლასტომა იზრდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნელა და უსიმპტომოდ.ამიტომაა ,რომ პაციენტები ექიმს მიმართავენ მოგვიანებით,მაშინ როდესაც ქვედა ყბა საკმარისად გადიდებული და დეფორმირებულია ,რაც სარკომის შთაბეჭდილებას ტოვებს.სიმსივნის დიდი ზომების დროს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის გამო ვითარდება
◾ღეჭვის ,
◾ყლაპვის
◾მეტყველების ◾მხედველობის(სიმსივნის თვალბუდეში შეზრდა) ფუნქციის მოშლა,პათოლოგიური მოტეხილობა.
ამელობლასტომის მიმდინარეობა კეთილთვისებიანია ,მაგრამ არის შემთხვევები როდესაც განიცდის გაავთვისებიანებას.ამ შემთხვევაში მეტასტაზებს ვნახულობთ რეგიონულ ლიმფურ კვანძებში ,შორეული მეტასტაზები კი შეიძლება შეგვხვდეს ფილტვებში.

⚕სახის მცირედი ასიმეტრიისა და ფუნქციური დარღვევის შენთხვევაში რეკომენდირებულია მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.

☎️ +995 533 33 10 11

📍კარიერული განვითარება ჩემთვის უწყვეტი პროცესია. როგორც ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი, მუდმივად ვვითარდები და ვზრდი ...
30/04/2026

📍კარიერული განვითარება ჩემთვის უწყვეტი პროცესია.
როგორც ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი, მუდმივად ვვითარდები და ვზრდი პროფესიულ შესაძლებლობებს.
სპიკერად გამოსვლა და გამოცდილების გაზიარება კი ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილია.

🚨ჩაეწერე კონსულტაციაზე შენთვის სანდო ყბა-სახის ქირურგთან.

☎️ +995-533-33-10-11

შენი ჯანმრთელობა საუკეთესო ინვესტიციაა.✊🏻🥼

‼️ეს საინტერესოა ‼️ადამიანები ჯერ კიდევ ევოლუციის პროცესში არიან და ამის დასტური ჩვენს პირის ღრუში იმალება. მეცნიერებმა ...
30/08/2025

‼️ეს საინტერესოა ‼️

ადამიანები ჯერ კიდევ ევოლუციის პროცესში არიან და ამის დასტური ჩვენს პირის ღრუში იმალება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი სახე თაობების განმავლობაში ნელ-ნელა პატარავდება და ეს ცვლილება გარკვეული კბილებისთვის - განსაკუთრებით სიბრძნის კბილებისთვის - ნაკლებ ადგილს ტოვებს. დიდი ხნის წინ ჩვენს წინაპრებს უფრო დიდი ყბები ჰქონდათ, რადგან მათი საკვები იყო უხეში და უმი, სავსე ფესვებით, თხილითა და უმი ხორცით. უფრო დიდი ყბები აუცილებელი იყო ამ საკვების დასაღეჭად და სიბრძნის კბილებს საკმარისი ადგილი ჰქონდა ამოსაჭრელად. მაგრამ როდესაც ადამიანებმა ისწავლეს საკვების მომზადება და დამუშავება, ღეჭვა უფრო ადვილი გახდა შესაბამისად ჩვენი ყბის ზომაც შემცირდა.

პრობლემა ის არის, რომ ევოლუცია ნელა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყბები ზომაში შემცირდა, ჩვენი გენები კვლავ ცდილობენ იგივე რაოდენობის კბილების ფორმირებას. ეს შეუსაბამობა იწვევს სიბრძნის კბილების ამოჭრას სათანადო სივრცის გარეშე, რაც იწვევს ჩაჭედვას, შეშუპებასა და ტკივილს. სინამდვილეში, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იბადება სიბრძნის კბილების გარეშე - ნიშანი იმისა, რომ ევოლუცია აქტიურად გვიცვლის ფორმას.

ის, რაც მხოლოდ სტომატოლოგიურ პრობლემას ჰგავს, სინამდვილეში უფრო დიდი სამეცნიერო ისტორიის ნაწილია: ჩვენი ანატომია ჩვენს თვალწინ იცვლება. სიბრძნის კბილების გაქრობა შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ნიშანი იყოს იმისა, რომ ადამიანის ევოლუცია არასდროს შეჩერებულა.

📍სურათის აღწერა❗️ორთოპანტომოგრამაზე მარჯვენა ქვედა ყბის პრემოლარების მიდამოში (4.4 ; 4.5) აღინიშნება  რადიკულური კისტა. ...
14/08/2025

📍სურათის აღწერა❗️

ორთოპანტომოგრამაზე მარჯვენა ქვედა ყბის პრემოლარების მიდამოში (4.4 ; 4.5) აღინიშნება რადიკულური კისტა.
📍ჩატარებული ოპერაცია - ცისტექტომია.
📍 ოპერაცია ჩატარდა ადგილობრივი ანესთეზიით.
📍ოპერატორი: ყბა-სახის ქირურგი თამარ პაჭკორია.

🚨დაგეგმე დროული ვიზიტი ყბა-სახის ქირურგთან❗️

‼️კბილის ტკივილს მხოლოდ კბილი არ იწვევს‼️არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტი კბილის ტკივილით მიმართავს ექიმს, ხოლო კო...
13/08/2025

‼️კბილის ტკივილს მხოლოდ კბილი არ იწვევს‼️

არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტი კბილის ტკივილით მიმართავს ექიმს, ხოლო კონსულტაციის შემდეგ ირკვევა, რომ კბილი არ საჭიროებს კონკრეტულ მანიპულაციას. მიზეზი სხვა რამეა, კბილმა შესაძლოა ანესთეზიის შემდეგაც გააგრძელოს ტკივილი. საქმე იმაშია, რომ არსებობს დაავადებები, რომლებიც „იმალებიან“ კბილის ტკივილის მიღმა და ავლენენ მსგავს სიმპტომებს.

განვიხილოთ ზოგიერთი დაავადება, თუ მდგომარეობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი კბილის ტკივილი. ძირითადად ეს მომიჯნავე ორგანოების დაავადებებია (დანამატი ღრუები, მხედველობის და სმენის ორგანოები, ხახა, კისრის მალები, ტვინი); მიზეზი შესაძლოა იყოს გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვანი, ნერვული სისტემის დაავადებები, ასევე ფსიქიკური აშლილობა.

📍სამწვერა ნერვის ნევრალგია

📍კლასტერული თავის ტკივილი

📍შუა ყურის ანთება (შუა ოტიტი)

📍ზედა ყბის მწვავე სინუსიტი (ჰაიმორიტი).

📍გულის დაავადებები. სტენოკარდია – ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს მარცხენა მკლავში და ხელის გასწვრივ. ტკივილი ძირითადად ჩნდება ფიზიკური დატვირთვის შემდგომ. ეს სიმპტომები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სტენოკარდია მწვავე ინფარქტის მაუწყებელია. ხანდახან ტკივილი აღინიშნება მხოლოდ მარცხენა მხარში და ხელში, იშვიათად ქვედა ყბის მარცხენა კუთხეში. ე.ი. თუკი გაქვთ ჩივილები ქვედა ყბის მარცხენა უკანა მხარეს, ხოლო კბილები აღნიშნულ მიდამოში წესრიგშია შესაძლოა ვივარაუდოთ ტკივილის გულისმიერი წარმოშობა.

📍ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება ვითარდება ერთ-ერთი სანერწყვე ჯირკვლის სადინარში.

📍ძვალ-კუნთოვანი წარმოშობის ტკივილი შესაძლოა გამოწვეულ იყოს ტრავმით ან კისრის, თავის, ყბების კუნთების დისფუნქციით. ტკივილი შესაძლოა აღინიშნოს კბილების, ლოყის, საფეთქლის, კისრის გვერდით, კეფის მიდამოებში. აღნიშნულ ჯგუფს ეკუთვნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და ხერხემლის კისრის მონაკვეთის დაავადებები.

📍ატიპიური ტკივილები, კბილის ტკივილის მიღმა დამალული რიგი სიმპტომები, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ დაავადებას. პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას კბილი ტკივა და ითხოვს მიზეზობრივი კბილის მკურნალობას ან ამოღებას. თუმცა მიზეზი უცნობია, მაგრამ ექსპერტები თვლიან ნერვული სისტემის ზემოქმედებას ადამიანის შეგრძნებებზე. ატიპიური ტკივილი ხშირად ქრონიკულია, პაციენტები მას აღიქვამენ ღრმად ძვალში და ძნელად თუ მიუთითებენ კონკრეტულ ადგილს. ხანდახან ტკივილი ირადირებს ერთი ადგილიდან მეორეში, კვლევები უნდა მოიცავდეს ფსიქოლოგიურ სკრინინგს და ქცევის დარღვევის ტესტებს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ატიპიური ტკივილის პირველწყარო იყოს ფსიქოლოგიური დარღვევა. მიზანშეწონილია ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია.

🚨ექიმთან დროული ვიზიტი და პროფილაქტიკური შემოწმება თავიდან აგარიდებთ შესაძლო გართულებებს!

დაგეგმე ვიზიტი ყბა-სახის ქირურგთან!👩🏻‍⚕️

🏥სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეები💠საჭმლის მომნელებელი მილის ნერწყვით უზრუნველყოფას ემსახურება სამი წყვილი დიდი სანერწყვე...
10/08/2025

🏥სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეები

💠საჭმლის მომნელებელი მილის ნერწყვით უზრუნველყოფას ემსახურება სამი წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვლები,რომლებიც მცირე ჯირკვლებისგან განსხვავებით ლორწოვანი გარსის გარეთ მდებარეობენ,როგორც დამოუკიდებელი ორგანოები.
♦️ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალი-glandula parotis-ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვალია წონა(43გ) .მთლიანად ჯირკვალს წაგრძელებული სამკუთხედის ფორმა აქვს ,რომელიც მდებარეობს ყბაყურა-საღეჭ რეგიონსა და ყბისუკანა ფოსოში.სიმსივნურ წარმონაქმნებს ყველაზე ხშირად ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალში ვხვდებით.
⚕არსებობს სანერწყვე ჭირკვლების სიმსივნეების ორი ძირითადი ფორმა :ეპითელური და არაეპითელური სიმსივნეები.
🛑ეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნეებია :პლეომორფული ადენომა,მონომორფული ადენომა,ადენოლიმფომა,ოქსიფილური ადენომა და სხვა.
🔴არაეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნეებია: ანგიომა,ფიბრომა,ლიპომა,ნევრინომა.
⚫ეპითელური ავთვისებიანი სიმსივნეებია:მუკოეპიდერმოიდული კიბო,ცილინდრომა(ადენოკისტოზური კარცინომა),ადენოკარცინომა,ეპიდერმოიდული კარცინომა,არადიფერენცირებული კარცინომა,ავთვისებიანი სიმსივნეები ,განვითარებული შერეულ სიმსივნეში(პოლიმორფულ ადენომაში).
⚫არაეპითელური ავთვისებიანი სიმსივნეებია: სარკომა და სხვა.
◾ასევე ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალში შეიძლება შევხვდეთ მეორეულ (მეტასტაზურ) დაზიანებებს.

🔴 ექიმთან დროული ვიზიტი აუცილებელია, დაგეგმე კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან!

05/08/2025

Dental implantation 🦷
დენტალური იმპლანტაცია.

05/08/2025

Address

Zugdidi

Telephone

+995533331011

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr.Tamar Patchkoria posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Dr.Tamar Patchkoria:

Share