30/07/2026
დღეს ქსენონი 22 წლის გახდა.
22 წელი ადამიანების გვერდით -
მხარდაჭერის, ზრუნვისა და თანადგომის გზაზე.
ჩვენი ისტორია არის ადამიანების ისტორიები, ნდობა და ყოველდღიური ნაბიჯები, რომლებიც ცვლილებას ქმნის.
22 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ღირებულება უცვლელი დარჩა -
ადამიანის ჯანმრთელობა, ღირსება და კეთილდღეობა.
ჩვენ გვჯერა, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების საფუძველია და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საჭირო მხარდაჭერა და სერვისი.
მადლობა ჩვენს გუნდს, პარტნიორებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ გზის ნაწილი გახდა.
ქსენონი აგრძელებს - იმავე პასუხისმგებლობით, თანაგრძნობით და რწმენით, რომ თითოეულ ადამიანს აქვს მნიშვნელობა.
#22წელი #ჯანმრთელობა #ფსიქიკურიჯანმრთელობა #ზრუნვა